2024-02-18 12:25:03, 694 ნახვა
სპორტი
მერაბ დვალიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველი გულშემატკივრები მომავალშიც გავახარო
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა. დაპირისპირების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილმა განცხადა, რომ ეს ყველაფერი დასაწყისია და ახლა ის საჩემპიონო ქამრის მოპოვებას აპირებს. „ძალიან ბევრი ვიმუშავე და დღეს თავს კომფორტულად ვგრძნობდი. კარგი ბრძოლა გამოვიდა. შეხვედრის წინ კონკრეტული გეგმა არ მქონია. დარბაზში თითოეული ილეთის განვითარებას ძალიან დიდ დროს ვუთმობდი, საკუთარ თავზე ვიყავი კონცენტრირებული. ყოველ რაუნდში უკეთესი ვხდებოდი, ხუთრაუნდიანი ბრძოლა ჩემთვის უკეთესი იქნებოდა. როგორც ჩანს, გასახდელში კარგად ვერ გავხურდი და ამიტომ იყო პირველი რაუნდი შედარებით რთული. ახლა ერთადერთი მიზანი მაქვს, ვიბრძოლო საჩემპიონო ქამრისთვის და მოვიგო ის. ამ მომენტში უკეთესი მებრძოლი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. კარიერაში ყველაფერი წინ მაქვს, რადგან ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ და ჩემს ყოველდღიურობაში წარმატებისთვის ბევრი რამ შევცვალე. ისტორიული მომენტია საქართველოსთვის. მთელმა ქვეყანამ ადრე გაიღვიძა ჩვენი ბრძოლების სანახავად, დარბაზშიც უამრავი ქართველი იყო. ისინი ამაყები არიან, ჩვენ UFC-ის პირველი ჩემპიონი გვყავს. ქართველი გულშემატკივრები მუდამ ჩემ გვერდით იყვნენ, მადლობა მათ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი მომავალშიც გავახარო“, – განაცხადა დვალიშვილმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ენმ - დიმიტრი ჩიქოვანი კლინიკაშია, უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1330-ზე მეტი დაშავდა
არასამთავრობოები - მოქალაქეებზე თავდასხმის თითოეულ შემთხვევას ბოლომდე მივყვებით და დამნაშავეთა გამოვლენას უზრუნველვყოფთ
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|