2023-06-08 10:43:27, 1617 ნახვა
კულტურა
ბრუნო მარსი „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს
1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ბრუნო მარსი ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბლექ სი არენა“ ავრცელებს. ბრუნო მარსი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარსდგება. ბილეთების შეძენა 20 ივნისს 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. "15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია. პოპ მუსიკის, R&B, ფანქის და სოულის სინთეზით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედი გახდა. ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა. ბილეთების შეძენას 20 ივნისის 10:00 საათიდან შეძლებთ. ღონისძიების დასაწყისი: 21:00. კარები გაიღება: 17:00 Starring Georgia 2-წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream",- ნათქვამია „ბლექ სი არენას" ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1330-ზე მეტი დაშავდა
არასამთავრობოები - მოქალაქეებზე თავდასხმის თითოეულ შემთხვევას ბოლომდე მივყვებით და დამნაშავეთა გამოვლენას უზრუნველვყოფთ
დარჩიაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|