2023-05-08 02:49:13, 1292 ნახვა
კულტურა
პირველი მსოფლიო ომის ფოტოქრონიკა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში პირველი მსოფლიო ომის მოწყალების დის, პირველი ფოტოდოკუმენტალისტი ქალის, ნინო ჯორჯაძის ფოტოების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია „ნინო ჯორჯაძე კავკასიის ფრონტი /1914 - 1918/" ფოტოფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს" ნაწილია. ნინო ჯორჯაძე პირველ მსოფლიო ომში წითელი ჯვრის ორგანიზაციის ეგიდით მოხალისედ წავიდა და მოწყალების დად მსახურობდა. მან კავკასიის ფრონტის ფოტოქრონიკა მისი ძმის, გიორგი ჯორჯაძის, „კოდაკის" ფოტოაპარატით შექმნა. მის ობიექტივში მოხვდა ომის ყოველდღიურობა: ექსტრემალური სიტუაციები, სამხედრო პირები, დაჭრილები, ლტოლვილები, ექიმები. გამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნე ლიკა მამაცაშვილი. საოჯახო არქივის მფლობელები არიან: თამარ ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ბაგრატიონი. ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას 21 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია. ავტორი: ექსპრესნიუსი, პრეზიდენტი - ოპონენტების ცემას, დაშინებას და რეპრესიებს, ევროპასთან საერთო არაფერი აქვს
ზელენსკი - აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ბელარუსისთვის
ევროკავშირის პრესსპიკერი - სამოქალაქო საზოგადოების მუქარა, დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა მიუღებელია
ჰერჩინსკი - იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს კანონპროექტი უკან იყოს გაწვეული და არ იქცეს კანონად
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|