2023-04-05 23:25:03, 1297 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - სამწუხაროა, ჩვენი მეგობრობა მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს
სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სანქცირებული მოსამართლეების დროს სასამართლოში ბალანსი დაბრუნდა, რადგან მოქალაქეებიც და სახელმწიფოც თითქმის თანაბრად იგებდნენ საქმეებს, ეს კი ნიშნავს იმას რომ, სახელმწიფო სასამართლოში მოქალაქეებს აღარ ჩაგრავს, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. "სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს საქართველოსა და აშშ-ს ვგულისხმობ, ეს ერთი. მეორე, იცით, რომ სასამართლო, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები, ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. მოდით, შევხედოთ, ვნახოთ ერთად: დღეს დაასანქცირეს 4 მოსამართლე, ვიზების შეზღუდვა დაუწესე მათ და ოჯახის წევრებს. რა ხდებოდა მანამდე, ნუ ჩვენი ხელისუფლების პირობები სასამართლო სისტემაში, რომელშიც ეს ადამიანები მუშაობდნენ. თუმცა ამ ოთხიდან ერთი, ბატონი ცერცვაძე საკმაოდ დიდი ხანია აღარ მუშაობს და დანარჩენი სამი მოსამართლე სხვადასხვა პოზიციაზე არიან. რა ხდებოდა მაშინ, როცა ეს მოსამართლეები მუშაობენ სასამართლოში, რა ხდება ამ წლების განმავლობაში: ანუ, სასამართლოში და ეს არის დადასტურებული სტატისტიკა და არა ჩემი, ან ვინმეს მოსაზრება, სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ როცა მოქალაქეები სახელმწიფოსთან დავობენ, აქ დაბრუნდა ბალანსი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებიც და სახელმწიფოს თითქმის თანაბრად იგებდნენ საქმეებს. დაბრუნდა ბალანსი, ნიშნავს, რომ სახელმწიფო კი აღარ ჩაგრავს სასამართლოში ყოველთვის, 99% შემთხვევაში როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს, არამედ არის გონივრული ბალანსი, სადაც მოქალაქეებიც ამტკიცებენ თავიანთ სიმართლეს და სახელმწიფოც. ეს აშკარაა, ამის უგულებელყოფა შეუძლებელია, ეს იცის აშშ-მაც", - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, პარლამენტთან ვითარება ისევ დაძაბულია, პროტესტის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს - ვიდეო
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|