10:38 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 19:11:32, 1207 ნახვა

კომენტარი
ხაჭაპურიძე - სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შესვლის საკითხი EU-ს წარმომადგენლობასა და იუსტიციის სამინისტროს შორის უნდა გაირკვეს

მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შესვლის საკითხი უნდა გაირკვეს ევროკავშირის წარმომადგენლობასა და იუსტიციის სამინისტროს შორის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიმართვა არ არის საჭირო იმისთვის, რომ მასთან პოლონელი ექიმები შეუშვან.

"იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილის ოჯახმა უნდა მოგვმართოს განცხადებით, რომ შემოიყვანონ უცხოელი ექიმები, ამ დროს არ არის ეს სააკაშვილის მიერ მოწვეული ექიმები, ეს სხვა ფორმატია. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 27 სახელმწიფოს დემარშის შემდეგ და ეს საკითხები უნდა გაირკვეს ევროკავშირის წარმომადგენლობასა და იუსტიციის სამინისტროს შორის, სააკაშვილის მხარე აქ არაფერ შუაშია", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოთარ შამუგია - ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
Reuters - სამხრეთ ჩინეთში გზის ჩამონგრევას, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics