10:48 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 20:16:56, 543 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე, რესპუბლიკურზე - თუ გვინდა სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტების კლინიკა, უნდა აშენდეს ახალი შენობა

„მე რამდენადაც ვიცი, არის არქიტექტორების, კონსტრუქტორებისა და დარგის ექსპერტების დასკვნა, რომ თუ გვინდა სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტების კლინიკა, უნდა აშენდეს ახალი შენობა. 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისთვის სავალდებულო გახდება საერთაშორისო - ევროპული და ამერიკული - სტანდარტების დაკმაყოფილება. ახალი რომ არ აშენდეს, რა გამოვა?! დავაწესებთ საერთაშორისო სტანდარტებს და რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება ძველი სტანდარტების მიხედვით მომუშავე კლინიკა? ასე ვერ იქნება“, - აღნიშნა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, მიმდინარე პროცესებში, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაზარალდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრები.

„მათ უნდა შესთავაზონ ღირსეული დასაქმება და ანაზღაურება, სანამ არ მოხდება ახალ შენობაში დაბრუნება. ამაზე ცალსახად და მკაფიოდ გააკეთეს განცხადებები პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა. მათი თქმით, არის პოლიტიკური ნება, გაკეთდეს ახალი საავადმყოფო და რამდენიმეჯერ გაუსვეს ხაზი, რომ პერსონალი არ დაზარალდება, ყველას მიეცემა ღირსეული დასაქმების და ანაზღაურების საშუალება. მე მჯერა ამ ადამიანების - პრემიერის, რომელიც, როგორც წესი, თავის სიტყვას ასრულებს ქვეყნის აღმშენებლობის დარგში და ახალი ჯანდაცვის მინისტრის, რომელმაც უკვე საქმით დაგვიმტკიცა, რომ ორიენტირებულია სისტემურ ცვლილებებზე, ყველაზე მაღლა აყენებს სახელმწიფოსა და სამედიცინო პერსონალის ინტერესებს. ეს ორი ადამიანი ცალსახად იძლევა დაპირებას, რომ არავინ არ დაზარალდება, ვინც იქ არის დასაქმებული. ამიტომ, მე მჯერა მათი“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება AUSTRIAN AIRLINES-მა დაიწყო
ოთარ შამუგია - ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics