05:46 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 10:11:32, 4854 ნახვა

პრეზიდენტი - იმედი მაქვს მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული

მაქვს დიდი იმედი, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, 2020 წლის პარლამენტის საქმიანობა ძალიან მალე დაიწყება, რადგან პანდემიიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დამტკიცება.

„მივეცი ხმა მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას, მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი, ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, 9 პარტიას მისცა ხმა და მგონი, ყველამ უნდა ვცეთ პატივი ამომრჩეველსა და მის სურვილს. ეს პარლამეტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს, რომ ჩვენ არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი, ამას ვუსურვებ საქართველოს, ვუსურვებ  ყველას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics