20:50 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 09:37:41, 1986 ნახვა

ეკონომიკა
მერსი ტემბონი სტარტაპებს: ბედნიერები ხართ, რადგან გვერდში მთავრობა გიდგათ, რომელიც შანსს გაძლევთ, იდეა მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესად აქციოთ

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოებას მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

სტუმარმა  თავის გამოსვლაში ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ისაუბრა ასევე მთავრობის საქმიანობასა და მიღწევებზე.

"თქვენ ბედნიერები ხართ, რადგან გვერდში საქართველოს მთავრობა გიდგათ, მთავრობა, რომელიც  უნიკალურ შანსს გაძლევთ, თქვენი იდეა მთელს მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესად აქციოთ. ამიტომ გამოიყენეთ ეს შანსი, არასდროს გაჩერდეთ და მუდმივად იფიქრეთ თქვენი სტარტაპის განვითარებაზე“ - ამ სიტყვებით მიმართა  მერსი ტემბონმა სტარტაპებს საუბრის ბოლოს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოების ცერემონიალი ტექნოპარკში გაიმართა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.  მათი გაადწყვეტილებით სულ 18 გამარჯვებული გამოვლინდა. თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2018 წლის 26 თებერვალს დაიწყო. საწყის ეტაპზე შემოსული 132 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა 43 ფინალისტი გამოავლინეს. კონკურსანტებს  ფინალური ეტაპისთვის პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები ამზადებდნენ. 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება-ათვისების  და კომერციალიზაციის გზით  ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების  ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. 

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს. 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics