02:00 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 13:04:35, 1452 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: რეფორმები, რომლებსაც ენერგეტიკაში გავატარებთ, მნიშვნელოვანია და ბაზრის სრულ ლიბერალიზაციას გამოიწვევს

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს თბილისშისამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულისამიტი გახსნა.

ღონისძიებაში ქართული მხარის გარდა აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების  და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სამიტი მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია, რომელიც განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე აქტიური ენერგეტიკული თანამშრომლობის დადებით შედეგებს. მიმდინარე ფორუმზე განიხილება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და კავშირების განვითარების საკითხები,  ასევე რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაუმჯობესების გზები, ენერგეტიკული უსაფრთხოების  გაძლიერება და ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის მიწოდების მდგრადობა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აქცენტი გააკეთა რეგიონალურთანამშრომლობაზე, რაცითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე მარეგულირებელსაკითხებს და დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიისა და სამეზობლო ქვეყნებისთვის ენერგეტიკული მდგრადობის უზრუნველსაყოფად. „სამხრეთ კავკასიის მაღალი დონის დიალოგი „ევროპა ენერგეტიკისთვის“ - ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ჩვენი ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე ვსაუბრობთ ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ. ამ პლატფორმის მთელი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრები არის მცირე და შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვექნება ერთმანეთთან კარგი კავშირები და ჰარმონიზებული კანონმდებლობა, ინვესტორები უფრო თამამად განახორციელებენ ინვესტიციებს ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკულ ბაზრებზე. შესაბამისად, საბოლოოდ მომხმარებელი უფრო კონკურენტუნარიანი ფასით მიიღებს ენერგომატარებლებს, მათ შორის ელექტროენერგიას“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პირველი ვიცე პრემიერის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი საკითხებია, თუ რა ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს და როგორ მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან: „ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულება გვაქვს აღებული. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრები, შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ გავატარებთ შემდეგი 2 წლის და შემდგომ კიდევ 5 წლის განმავლობაში, რამაც ბაზრის სრული ლიბერალიზაცია უნდა გამოიწვიოს.ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს უფრო კონკურენტული ფასით და შესაბამისად, სწორი გადანაწილებით მიეწოდოს ენერგეტიკული რესურსები“.

მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია ორგანიზებულია „ევროკავშირი ენერგეტიკული მმართველობისათვის“(EU4Energy)პროექტის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID-ის პროექტის  „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით. EU4Energy ინიციატივა მოიცავს ევროკავშირის ყველა დახმარებას, რომელიც ითვალისწინებს ენერგომომარაგების, უსაფრთხოებისა და კავშირის გაუმჯობესებას, ასევე ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებში, კერძოდ: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთ, ბელორუსი, მოლდავეთი და უკრაინა. აღნიშნულს ინიციატივა ახორციელებს პროექტებისა და პროგრამების დაფინანსების გზით, რომლებიც ეხმარება ენერგობაზრების რეფორმირებასა და ენერგეტიკული დამოკიდებულებისა და მოხმარების შემცირებაში. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს პროცესი ენერგომომარაგებას გახდის უფრო საიმედოს, გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს, რითაც შემცირდება ენერგეტიკული სიღარიბე და ენერგიაზე გადასახადი როგროც მოქალაქეებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის. 

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics