03:10 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 12:09:05, 2320 ნახვა

მსოფლიო
Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სირიელი სამოქალაქო პირების დასაცავად გარკვეულ ნაბიჯებს არ გადადგამს.  

ამის შესახებ  ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტრომა კენეტ როტმა განაცხადა.

რუსეთი, რომელიც წელს პირველად მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ერთ-ერთი საკვანძო მოკავშირეა შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომში. ნიუ-იორკში განთავსებული უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოსკოვს პასუხისმგებლობა ეკისრება სირიელი სამოქალაქო პირების ტანჯვაზე.

„მსოფლიო ლიდერებმა პრეზიდენტ პუტინს სიგნალი უნდა გაუგზავნონ, რომ ვიდრე ის არ შეცვლის თავის პოლიტიკას და არ გადადგამს ნაბიჯებს, რათა სირიაში ბოლო მოუღოს რუსი და სირიელი სამხედროების მხეცობას, ისინი არ დასხდებიან ვიპ-ლოჟაში გახსნის თამაშზე“, - განაცხადა კენეტ როტმა.

 მისივე თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით რუსეთს სურს პატივისცემის მოპოვება და თავის მხარეს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება სურს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი მსოფლიო თასს ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უმასპიძლებს.  მსიოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics