23:55 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 18:28:50, 1578 ნახვა

საზოგადოება
Chek in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს სამი საკონცერტო დარბაზი ქართველ შემსრულებლებს უსასყიდლოდ უმასპინძლებს

Chek in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს სამი უმსხვილესი დარბაზი - თბილისის საკონცერტო დარბაზში, Black Sea Arena (შეკვეთილი) და მუსიკის სახლი (ბათუმი) ქართველ შემსრულებლებს და პრომოუტერებს უსასყიდლოდ დაეთმობათ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა „ჩექინ ჯორჯია“ არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და ის ხელს უწყეობს ქართული შოუბიზნესის განვითარებას.

„ჩექინ ჯორჯია“ პირადად, რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მისი ძირითადი ნაწილი, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის სწორედაც რომ ადგილობრივი შოუბიზნესის წახალისება, ჩვენ თვითონ პროექტი, როდესაც შევქმენით, მივეცით შესაძლებლობა არტისტებს, პრომოუტერებს და ჯგუფებს, მათ შორის მოეძებნათ უცხოური პარტნიორი და თქვენ დღეს ნახეთ რომ რამდენიმე კონცერტიც ჩატარდება, სადაც იქნება ერთობლივი პროექტები უცხოელებისა და ქართველების მიერ შექმნილი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, იმისა რომ მივცეთ განვითარების სტიმული შოუბიზნესს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება, იმისთვის რომ განვვითარდეთ, გვჭირდება იმისთვის, რომ უკეთესად დავხვდეთ სტუმრებს და გვჭირდება იმისთვის, რომ მივცეთ რეალიზება ჩვენ ნიჭს“, –აღნიშნა ქუმსიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული დეპარტმანეტის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით,  შერჩეულია 15 პროექტი, რომელიც ხსენებულ საკონცერტო დარბაზებში გაიმართება.

„პროექტ „ჩექინ ჯორიჯიას“ ფარგლებში მოხდა ღია ინტერესთა გამოხატვა საქართველოში არსებულ უმსხვილეს დარბაზებზე, ეს არის ფილარმონია – თბილისში, black sea arena –Georgia და მუსიკის სახლი ბათუმი. განიხილა და შეირჩა 15 პროექტი, ამით ჩვენს მუსიკოსებსა და შემსურლებლებს საშუალება მიეცათ საზოგადოების წინაშე საინტერესო პროგრამით წარდგნენ“, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

ნოემბრის ჩათვლით სამივე საკონცერტო დარბაზი ქართველი ვარსკვლავების შესრულებით 15 მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ღონისძიებას უმასპინძლებს:

20 მაისი - ლელა წურწუმიას შოუ - (ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი)

29 მაისი - გიო ხუციშვილის სოლო კონცერტი - ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი

31 მაისი - „ქართული ცეცხლი“ - ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი

7 ივნისი - „სტეფანეს“ სოლო კონცერტი - ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი 

12 ივნისი - ჯგუფ Reggaeone – ის 10 წლის საიუბილეო კონცერტი - ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი

13 ივნისი - „სტეფანეს“ სოლო კონცერტი - ბათუმის მუსიკის სახლი

23 ივნისი - 33ა და ნიაზ დიასამიძე - ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი

24 ივნისი - „ბოლივუდის“ ვარსკვლავის ჰემა მილანის შოუ და „სუხიშვილები“ - ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი

31 ივლისი - ნიაზ დიასამიძის „33ა“– სა და პოლონურ ჯგუფ „ვოლოსის“ ერთობლივი კონცერტი - Black Sea Arena

28 სექტემბერი - აფხაზეთის სიმღერისა და  ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სოლო კონცერტი „ქართული გენი“ - ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი

6 ოქტომბერი - „ლუ ბეგა თბილისში“ - ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი

7 ოქტომბერი - ვოკალურ – ინსტრუმენტალური ანსამბლი „დავით კენჭიაშვილი და მეგობრები“ - ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი

23 ნოემბერი - ლელა წურწუმიას შოუ - ბათუმის მუსიკის სახლი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტ Сheck in Georgia -ს ფარგლებში ინტერესთა გამოხატვა თბილისის საკონცერტო დარბაზში, ბლექსიარენაზე (შეკვეთილი) და მუსიკის სახლში (ბათუმი) განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით დაასრულა. ღინისძიების ორგანიზება შოუბიზნესის  ბაზარზე მოთხოვნადი ქართველი ან/და ქართველი და უცხოელი შემსრულებლების ერთობლივი მონაწილეობით მოხდება. ამასთან, უცხოელი შემსრულებლის კომპონენტი არ შეადგენს მთელი ღონისძიების 50%–ზე მეტს. ღონისძიების პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარეობს რეკლამების განთავსება ინტერნეტ სივრცეებში და გარე რეკლამა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისრტრაცია არ ერევა ბილეთების რეალიზაციის პროცესში. გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი კი ღონისძიების განმახორციელებელს რჩება განსაკარგად.

ცნობისთვის, სახელმწიფოს მხარდაჭერით პროექტი Check in Georgia უკვე მესამედ ჩატარდება. პროექტის ფარგლებში  2018 წელს დაგეგმილია მნიშვნელოვანი მუსიკალური და შემეცნებით–გასართობი აქტივობები მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

თამარ ლომაშვილი




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics