00:16 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 21:31:02, 1594 ნახვა

სამართალი
ლგბტ აქტივისტზე თავდამსხმელი ძალადობის მუხლით არის დაკავებული - მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პირი, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ლგბტ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სსკ-ის 126 მუხლით არის დაკავებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებლად მოხდება დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა და საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული.

„აქციამ შეიძლება ითქვას, რომ მშვიდობიანად ჩაიარა, მოხდა მხოლოდ ერთადერთი ინციდენტი - ახალგაზრდა მამაკაცმა აქციაზე გამომსვლელ პირს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული პირი, რომელიც გახლავთ 22 წლის, უკვე დაკავებულია. თავისთავად ცხადია, გამოძიება დაწყებულია, სისხლის სამართლის წესით არის იგი დაკავებული, ძალადობის მუხლით. თავისთავად ცხადია, გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა მის მიერ ჩადენილ დანაშაულში. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარება გაეწია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული და თავისთავად ცხადია, დადგება ამ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ამჟამად მიმდინარეობს ამ პიროვნებაზე უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება და იდენტიფიცირება და უფრო მეტ მონაცემებს მოგაწვდით ცოტა მოგვიანებით“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics