11:28 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 18:57:11, 1446 ნახვა

კომენტარი
ნინო ბოლქვაძე: აქაურობას სახელმწიფოს ვერ დავარქმევთ სანამ თითოეული ადამიანის უფლება არ იქნება დაცული

ლგბტ აქტივისტის და მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილი აქციის ორგანიზატორის, ნინო ბოლქვაძის განცხადებით, ქვეყანაში ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებები დაცული არაა.

ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება თემის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და ამის მაგალითად მას 2013 წლის 17 მაისი მოჰყავს. მისივე ინფორმაციით, აქციაზე რომელიც გუშინ გაუქმდა 1500-მდე პირი აპირებდა გამოსვლას.

"ბოლო 5 დღის განმავლობაში ხელისუფლებამ აწარმოა რეპრესიული პოლიტიკა და აქედან გამომდინარე ქმედებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ და ეს ქმედებები ისედაც მიმართული იყო სტიგმატიზებული ჯგუფების ჩაგვრისკენ მას შემდეგ, რაც 12 მაისს შეუვარდა კლუბებს; დაარბია იქ მყოფი ადამიანები. ამის შემდეგ შეზღუდა პროტესტის მუხტის მქონე ადამიანების საჯაროდ შეკრების თავისუფლება პარლამენტთან. ხელი შეუწყო იმ დაჯგუფებებს, რომლებიც არიან ძალადობისკენ მოწოდებებით, რომლებიც არიან ხელისუფლების მიერვე დაორგანიზებულები და ხელისუფლების ხელშეწყობით ახორციელებენ სტიგმატიზებული ჯგუფის წარმომადგენლებზე თავდასხმას ან მუქარებს. ამის შემდგომ გაუქმდა აქცია და ამ აქციაში დაახლოებით 1 500-მდე ადამიანი აპირებდა მონაწილეობას. ადამიანები ვინც დღეს აქ მოვალთ ვიცით რომ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, ეს არს ილუზია. აქაურობას სახელმწიფოს ვერ დავარქმევთ ჯერჯერობით, სანამ  თითოეული ადამიანის უფლება აქ არ იქნება დაცული", - განაცხადა ბოლქვაძემ. 

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადმინისტრაციის შენობასთან მისასვლელი ყველაზე გზა ამ დროისთვის ჩაკეტილია. ქუჩების ნაწილზე პოლიციის ცოცხალი კორდონი დგას, ხოლო ნაწილზე სპეციალური ბარიერებია აღმართული.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics