2018-05-17 15:12:57, 8685 ნახვა
High - Tech
LENOVO Z5 - ნამდვილი უჩარჩო სმარტფონი დღის შუქს მალე იხილავს
Lenovo Group-ის პრეზიდენტი ჩანგ ჩენგი 2018 წლის ფლაგმანს LENOVO Z5 აანონსებს. კონცეპტის რენდერებიდან გამომდინარე ვიგებთ, რომ სმარტფონს არც ჩარჩოები და არც ე.წ "მონოწარბი" არ ექნება. როგორც ჩანს 2018 წელს "ლენოვო" გამოუშვებს სმარტფონს, რომლის ეკრანი წინა პანელის 95% დაიკავებს, რაც დღესდღეობით რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის iPhone X-ის ეკრანი წინა პანელის 82,9% იკავებს. ჯერჯერობით უცნობია იქნება სმარტფონი 100% ის, რაც "რენდერებზე" ჩანს, თუ "ლენოვო" მარკეტინგულ ხრიკს მიმართავს, მაგრამ ჩენგი მომხმარებელს "4 ტექნოლოგიურ ბუმს" ჰპირდება. სმარტფონის კორპუსი სავარაუდოდ მეტალისგან იქნება დამზადებული, აგრეთვე უკვე ცნობილია, რომ გაჯეტს ყურსასმენისთვის განკუთვნილი პორტი არ ექნება. სალაპარაკო დინამიკისა და წინა კამერის განლაგება ჯერჯერობით უცნობია. არის მოლოდინი, რომ სმარტფონის წინა კამერა კორპუსის ზედა ნაწილში სპეციალურ ღილაკში იქნება განთავსებული, მაგრამ ეს გადაუმოწმებელი ინფორმაციაა. LENOVO Z5-ის ოფიციალური რელიზი, პრეზენტაციის დღე და ფასი ჯერჯერობით უცნობია. ავტორი: , ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული პარტიის, „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა
ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, შნუც დურთან შეხვედრა გამართა
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|