08:43 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 14:50:40, 1397 ნახვა

საზოგადოება
„ქართული ნეონაციზმის ანატომია“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს იმ ნეონაცისტური ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების იდენტიფიცირების მცდელობას, რომლებიც ბოლო პერიოდში ლიბერალური შეხედულებების მქონე ჯგუფების მიმართ ძალადობითა და აგრესიით გამოირჩევიან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევა მიზნად ისახავს იმ ნეონაცისტური ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების იდენტიფიცირების მცდელობას, რომლებიც ბოლო პერიოდში ლიბერალური შეხედულებების მქონე ჯგუფების მიმართ ძალადობითა და აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ხშირ შემთხვევაში არაფორმალური გაერთიანებების წევრები არიან, ამიტომ სია, შესაძლოა, გაცილებით ვრცელი იყოს.

მართალია, ნეონაცისტური ორგანიზაციების დაფინანსების პირდაპირი წყაროების იდენტიფიცირება ვერ ხდება, თუმცა, ცალკეული ლიდერები პირდაპირ უკავშირდებიან რუსეთის სახელმწიფოს ან ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებს.

  1. რა არის „ქართული მარში”?

„ქართული მარში” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც სხვადასხვა ნეონაცისტურ ორგანიზაციას აერთიანებს. „ქართული მარშის” სახელით მოქმედმა გაერთიანებამ საქმიანობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ირანის მოქალაქის მხრიდან არასრულწლოვანი პირების მიმართ გარყვნილი ქმედება გააპროტესტეს. ქსენოფობიური აქციის მთავარი მოწოდება ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გაძევება იყო. თუმცა, გაერთიანებაში შემავალი პირები თუ ორგანიზაციები, უკვე წლებია, გამოირჩევიან ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამებით და ხშირად მონაწილეობენ ძალადობრივ აქციებში:

  • „ქართულმა მარშმა” აქციით გააპროტესტა ფეხბურთელ გურამ კაშიას ქმედება, რომელმაც ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატში მოწყობილი აქციის ფარგლებში ლგბტ თემისადმი სოლიდარობის გამომხატველი სამკლაურით ითამაშა.  აქციაზედაწვეს ლგბტ დროშა და კაშიას ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვდნენ.
  • მარშის წევრები საქართველოსა და ბელორუსს შორის ქუთაისში გამართულ ამხანაგურ მატჩზე შეიჭრნენ, ლგბტ დროშა დაწვეს და უცენზუროდ მოიხსენიეს კაშია.
  • „რუსთავი 2-ს” ცოცხალი ქათმები ესროლეს, რითაც უკმაყოფილება გამოხატეს ეკა კვესიტაძის გადაცემის „განსხვავებული აქცენტების” მიმართ.
  • „რუსთავი 2-ის” ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამონათქვამს „მარშელებმა” რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით აქცია მოუწყვეს. ალყა შემოარტყეს მანქანას, სადაც ტელევიზიის იურისტი და ჟურნალისტი გაბუნია ისხდნენ. გაბუნიას შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული ინციდენტის დროს დაშავდა „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი დავით ერაძეც.  
  • გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ „ქართული მარშის" წარმომადგენლებმა 2017 წლის 16 ივლისს, Facebook-ზე სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარები დაწერეს.აგრესიული კომენატრები დოლიძის მხრიდან „ქართული მარშის" გაკრიტიკებას მოჰყვა.
  • „ქართული მარშის” წევრებმა კონტრაქცია გამართეს „ევროპული საქართველოს” მიერ ორგანიზებული აქციის წინააღმდეგ „არა რუსულ ფაშიზმს”, სადაც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებს და მათ კვერცხები, ბოთლები და ცოცხები დაუშინეს. იყვნენ დაშავებულებიც.
  • „ღია საზოგადოება - საქართველოს” ფონდის ოფისთან “ქართული მარშის” წევრებმა ორჯერ მოაწყვეს საპროტესტო აქცია. ორივე შემთხვევაში მოთხოვნა ფონდის დახურვა იყო. პირველ აქციაზე მათ ჯორჯ სოროსის ფიტული დაწვეს, ხოლო მეორე აქციაზე სამართალდამცველებს მაშხალები ესროლეს. მოგვიანებით კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გადაინაცვლეს მიწის უცხოელებზე გაყიდვას აპროტესტებდნენ.
  • 2018 წლის მარტში „ქართული მარშის” წევრებმა სახალხო პატრულირება დაიწყეს. პატრულირების მიზანს წარმოადგენდა შსს-ს ალტერნატიული სახალხო დაჯგუფების შექმნა, რომელიც წინასწარ შერჩეულ ადგილებში გამოავლენდა უცხოელების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს.

აღსანიშნავია, რომ „რუსთავი 2”-თან 2018 წლის მარტში დაკავებულ “ქართული მარშის” აქტივისტებს თავდებში დაუდგნენ„ქართული ოცნების” წევრები გია ჟორჟოლიანი და დავით ჭიჭინაძე, „პატრიოტთა ალიანსის” წევრები - ადა მარშანაია და ემზარ კვიციანი. ასევე „ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი და ამჟამად თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური.

„ქართული მარშის” აქციებზე უმეტესად ქსენოფობიური, ჰომოფობიური, რასისტული განცხადებები და მოწოდებები ისმის. ძირითადად, ისინი აგრესიით და ძალადობით გამოირჩევიან.

„ქართული მარშის” გამოკვეთილი სახეები სანდრო ბრეგაძე და გია კორკოტაშვილი არიან. „ქართული მარშის” დაშლის შესახებინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ბრეგაძე და კორკოტაშვილი აქციებზე კვლავ ერთად ჩნდებიან.

2. ქართულ მარშთან დაკავშირებული ორგანიზაციები და ცალკეული პირები

  • ეროვნულ ძალთა შეთანხმება

მიმდინარე წლის 11-13 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ახალგაზრდები ღამის კლუბებში სპეცოპერაციასა და სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტებას აპროტესტებდნენ. პარალელურად გამართული კონტაქციის მონაწილე პირები კი, აქციაზე მყოფ პირებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციისორგანიზატორებს უთხრა, რომ გაუჭირდებოდა კონტრაქციასთან არსებული კორდონის შენარჩუნება და შესაძლოა, მათი ძალის გამოყენებით დაშლა გამხდარიყო საჭირო. ამის თავიდან ასაცილებლად კი სთხოვა, რომ აქციის მონაწილეები დაშლილიყვნენ. პროტესტის მონაწილეებმა აქციის დაშლა გადაწყვიტეს, რის შემდეგაც,  მშვიდობიანი მომიტინგეები შეკრების ადგილიდან ავტობუსებით, ნეოფაშისტების გვერდის ავლით, მალულად გაიყვანეს.

ახალგაზრდების პროტესტის პარალელურად, ცალკეულ ნეონაცისტური მოძრაობის წარმომადგენლებსა თუ შეხედულებების მქონე პირებს შორის ე.წ. “ეროვნულ ძალთა შეთანხმება” შედგა.


მოგვიანებით მათ პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც შეთანხმების შესახებ საჯაროდ განაცხადეს.


შეხვედრის მონაწილე ყოფილი პარლამენტარის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, მათი ინსპირაცია იყო შექმნილი რთული მდგომარეობა, “რაც გამოწვეულია ნარკოპროპაგანდისტების, სოდომისტების და რეაქციული ძალების ურთიერთშეთანხმებული მოქმედებით, რამაც გამოიწვია ჩვენი დედაქალაქის ცენტრის პარალიზება”. მათ 14 მაისის მსვლელობადააორგანიზეს და 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესაც აპირებდნენ კონტრაქციის ჩატარებას. თუმცა, მას შემდეგ, რაც ლგბტ თემის აქცია გაუქმდა, კონტრაქციის ჩატარებაც გადაიფიქრეს.

ახალი ერთობის, ე.წ. “ეროვნულ ძალთა შეთანხმების” უკან რუსული კვალი ჩანს. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ორი თვის წინ განაცხადა, რომ პარტია “დემოკრატიულ მოძრაობას” ტოვებს, პოლიტიკაში შესვენებას იღებს და სამოქალაქო სექტორში გადადის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რამდენიმე დღით ადრე ლორთქიფანიძე „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ცენტრის ოფიციალურ რუსულენოვან გვერდზეც. ორგანიზაცია 2013 წლის 21 აგვისტოს “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და “გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა” დააფუძნა. გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.

გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის წესდების მიხედვითაც, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის  წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

პრიმაკოვის ფონდი აფინანსებს რუსული ენის უფასო კურსებს საქართველოში, ასევე, სპორტულ, კულტურულ და სხვა სახისღონისძიებებს. თუმცა, დიმიტრი ლორთქიფანიძის პოლიტიკიდან წასვლა და “ქართული მარშის” ლიდერად გამოჩენა საეჭვოდ ემთხვევა პრიმაკოვის ფონდში მის დირექტორად დანიშვნას და აძლიერებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნეონაცისტური ძალების გააქტიურება სწორედ რუსულ ინტერესებში შედის.

„ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” ერთ-ერთმა წევრმა ნატალია წერეთელმა 2013 წელს პარტია “თავისუფალ საქართველოს” ჯამში 1 228 ლარი შესწირა. “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავაა. 2017 წელს დემოკრატიულმა მოძრაობამ (ნინო ბურჯანაძე) და თავისუფალმა საქართველომ (კახა კუკავა) საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატადდიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინეს.

პრიმაკოვის ფონდში დიმიტრი ლორთქიფანიძემ დირექტორის პოზიციაზე ურუზმაგ ქარქუსოვი ჩაანაცვლა, რომელიც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი იყო. ურუზმაგ ქარქუსოვი 2007 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზეც მუშაობდა. ის თანამდებობიდან 2010 წელს გაათავისუფლეს. ურუზმაგ ქარქუსოვი მაშინ აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებოდა. მისი მეუღლე, ნანა ყეინიშვილი 2012-2016 წელს “ქართული ოცნების” სიით პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნანა ყეინიშვილი და ურუზმაგ ქარქუსოვი “ჩვენები-სახალხო პარტიის” სიით იყრიდნენ კენჭს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულია კიდევ  ერთი ადამიანი, ბეჟან ხურციძე. ის გარდაცვლილია, თუმცა დღემდე ფონდის დამაარსებელი ქართული ორგანიზაციის “საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტის” დირექტორადაა მითითებული. ის არაერთხელ იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სხვადასხვა პარტიიდან. 1992-1995 წლებში ის ვანის მაჟორიტარის სტატუსით იკავებდა პარლამენტში პოზიციას. 1999-2004 წლებში საკანონმდებლო ორგანოში ბლოკ “საქართველოს აღორძინების” პარტიული სიით მოხვდა. ამის შემდეგ ხურციძე პარლამენტში (2004-2008) “ბურჯანაძე-დემოკრატების” მაჟორიტარი გახდა ვანიდან. 2008-2012 წლის პარლამენტში კი ის “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი იყო, ისევ ვანიდან. ნაციონალურმა მოძრაობამ ხურციძე 2012 წელს თავისი რიგებიდან გარიცხა. ის, როგორც “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, აქტიურად იყო ჩართული ღონისძიებებში, რომელსაც “გორჩაკოვის ფონდი”საქართველოში აწყობდა.

ბურჯანაძის პარტიის კიდევ ერთი წევრი, ბესო დანელია არის ნეონაცისტური მოძრაობის ახალი გაერთიანების სახე.

ზვიად ტომარაძე საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც ავტორი არაერთი სადავო კანონპროექტისა. პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ის ითხოვდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დასჯას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას. ერთ-ერთი საკანონმდებლო წინადადება კი აბორტის აკრძალვას ეხებოდა. სანდრო ბრეგაძესთან ერთად  იმ საინიციატივო ჯგუფის წევრიც იყო, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას  შემდეგისარეფერენდუმო შეკითხვის დასარეგისტრირებლად მიმართა: „თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?”

ზვიად ტომარაძე თავადაც გახლავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მათ შორის: “ეროვნულ რელიგიური ინსტიტუტის”, “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ე”-ს და  “ერი და სახელმწიფოს”. “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ე”-ს (ყოფილი “დემოგრაფიული განვითარების ფონდი”). მმართველობითი ორგანოს წევრები არიან მოდელი თამარ (თაკო) ჩხეიძე და ანზორ თოთაძე.  ამავე ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე იყო თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე, რომელიც დღეისათვის ბიზნესმენ ლევან ვასაძის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია “საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” გამგეობის თავმჯდომარეა. გამგეობის სხვა წევრები არიან იგივე თამარ (თაკო) ჩხეიძე და ანზორ თოთაძე. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მხარდაჭერები ლევან ვასაძესთან ერთად არიან შიო მუჯირი (პატრიარქის თანამოსაყდრე), ბიზნესმენები ლაშა პაპაშვილიმამუკა ხაზარაძებადრი ჯაფარიძეზაზა ნიშნიანიძე და “პალიტრა მედიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა თევდორაშვილი. ფონდს მხარდაჭერა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გაუწია.

გურამ ქართველიშვილი იყო პროექტ “გააგრძელე საქართველოს ისტორიის” ავტორი და წამყვანი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა. ქართველიშვილი გამოირჩევა ჰომოფობიური განცხადებებით, რაც მის გვერდზე ატვირთულ ვიდეოშინათლად ჩანს.

გურამ ფალავანდიშვილი - ტელეკომპანია “პალიტრანიუსზე” მიჰყავდა გადაცემა “ფალავანდიშვილთან”, რომელიც ხშირად გამოირჩეოდა ქსენოფობიურ-ჰომოფობიური ნარატივით. არასამთავრობო ორგანიზაციებმა “პალიტრა ნიუსის” თვითრეგულირების ორგანოსაც მიმართეს საჩივრით. გადაცემაში მოწვეული სტუმრები გამოირჩეოდნენ ჰომოფობიური განცხადებებით, ყველა მათგანი წარმოადგენდა ერთ პოზიციას, საგანი „მე და საზოგადოება" წარმოჩენილი იყო, როგორც „უზნეობის პროპაგანდა". საბოლოოდ დადგინდა მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა, გადაცემაში სიძულვილის ენის გამოყენება და დისკრიმინაცია.

ფალავანდიშვილის გადაცემაში მოწვეულ სტუმრებს შორის ხშირად იყვნენ დიმიტრი ლორთქიფანიძე, ზვიად ტომარაძე და ლევან ვასაძე. რაც შეეხება ახლადშექმნილი ერთობის კიდევ ერთ წევრს ლევან ჩხაიძეს, ის ფალავანდიშვილთან ერთად ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას - “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება”.

ნიკოლოზ მჟავანაძე ქართული მარშის იდეის აქტიური მხარდამჭერია. “მედიის განვითარების ფონდის” მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ ის ასევე ჰომოფობიურ განცხადებებს ავრცელებს.

რაც შეეხება ახალი გაერთიანების სხვა წევრებს გია კორკოტაშვილს, ლევან ჩაჩუას, კოკა მორგოშიასა და სანდრო ბრეგაძეს, მათი კავშირების შესახებ ინფორმაციას ქვემოთ შემოგთავაზებთ.

  • მოძრაობა „ეროვნულები“

სანდრო ბრეგაძე -  მოძრაობა „ეროვნულების“ დამფუძნებელია. 2016 წლის თებერვლამდე, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა ჰომოფობიური განცხადებებით. 2004 წლამდე ასლან აბაშიძის პარტიის, “საქართველოს დემოკრატიული აღორძინების” წევრი იყო და მისი საარჩევნო ბლოკის სახელით წარმოდგენილი იყო პარლამენტში.

ბრეგაძეს 2011 წელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც პირობით სასჯელში ჩაეთვალა.

კახაბერ მიგინეიშვილი - მოძრაობა “ეროვნულების” კიდევ ერთი დამფუძნებელი,  იმ საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა ზემოთ ნახსენები ქორწინების სტატუსის განმსაზღვრელი სარეფერენდუმო შეკითხვისდასარეგისტრირებლად. ცესკომ შეკითხვა არ დაარეგისტრირა.

ზურაბ ენუქიძე - მოძრაობის მესამე დამფუძნებელი პარტია “ქართული იდეის” შემომწირველია. პარტია  2014 წელს დაარსდა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მისი სიის პირველი ნომერი იყო ლევან ჩაჩუა, ხოლო მეორე- სანდრო ბრეგაძე, რომელიც  ასევე საბურთალოს მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. ბრეგაძის ჰომოფობიური პლაკატების გამო, ცესკოსაც მიმართეს. ლევან ჩაჩუა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან ერთად 2010 წელს ტელეკომპანია “კავკასიაში” შეჭრის გამო დააკავეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2012 წელს გათავისუფლდა პოლიტპატიმრის სტატუსით.

“ქართული იდეა” თავის მხრივ აქტიურად მონაწილეობდა 2017 წლის ივლისის “ქართველთა მარშის” ორგანიზებაში და ნაცისტურ ჯგუფებში საკმაოდ პოპულარული ფეისბუქ გვერდით ეწეოდა მარშის აქტიურ პოპულარიზაციას.

გიორგი გაბედავა - 2013 წელს შექმნილი “ლევან ჩაჩუას ფონდის” თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი და თავმჯდომარის  მოადგილეა. წესდების მიხედვით, საზოგადოების მიზანი “ქართული იდეის” კანდიდატის, ლევან ჩაჩუასთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა იყო.

გაბედავა რამდენჯერმე იყო დაკავებული პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. მათ შორისაა, რამდენიმე დღის წინ კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში” სპეცოპერაციის შემდეგ გამართული აქციის კონტრაქციაზე წვრილმანი ხულიგნობისთვისდაკავება. ის ასევე თანამოაზრეებთან ერთად, 2016 წლის 18 ივნისს მისული იყო კლუბთან და ტერიტორიის დატოვება პოლიციის გამოჩენის შემდეგ მოუხდა.

გიორგი გაბედავა ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი იყო 2013 წლის 17 მაისის ძალადობრივი დემონსტრაციისა. გაბედავა გახლავთ ასევე “ეროვნული ფრონტის” ლიდერი, რომლის გამგეობის წევრები, მაგალითად გეგა ხვედელიძე, აგრესიული ჰომოფობიური და რასისტული განცხადებებით გამოირჩევიან. ხვედელიძე გახლავთ ასევე ქართული იდეის წევრიც.

გიორგი გაბედავა რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის ნათლული და პროდიუსერია. ის თებერვალში რუსეთში სცემეს და დაჭრეს.

“საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსი” კიდევ ერთი ორგანიზაციაა, რომელთანაც კავშირი აქვს გაბედავას. ალიანსის მიზნებია:

“სამოქალაქო აქტივობის კლუბი” - გაბედავას დაფუძნებული კიდევ ერთი ორგანიზაციაა. სამოქალაქო აქტივობის კლუბის წესდებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების დაცვა:


მელორ ვაჩნაძე გაბედავასთან ერთად “სამოქალაქო აქტივობის კლუბის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარეა. ის თაღლითობის ბრალ­დე­ბით 2009 წლი­დან იხ­დი­და სას­ჯელს. 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსითგათავისუფლდა. მას შემდეგ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით რამდენჯერმე დააკავეს. 2017 წლის ივლისში ვაჩნაძემ განცხადება გააკეთა და “ქართული მარშის” აქციის ჩატარების წინ გამოეთიშა მოძრაობას, თუმცა ის აქტიურად გამოჩნდა ბოლო დღეებში კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში” შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაწყებული აქციების კონტრაქციაზე, სადაც დააკავეს კიდეც.

მიხეილ მესხიც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის ერთ-ერთი იყო “ქართული ოცნების” 3 მხარდამჭერს შორის, რომლებიც 2012 წელს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. 2010 წელს ის მონაწილეობდა ილიაუნისთან გამართულ აქციაში და ითხოვდა ერეკლე დეისაძის წიგნის დაწვას და იმ სტამბის დახურვას, რომელმაც წიგნი გამოსცა. 2017 წელს ის თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში იყო, თუმცა საკრებულოში ვერ მოხვდა.

რატი მაისურაძე - ლევან ჩაჩუას ფონდისა და სამოქალაქო აქტივობის კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის 2010 წელს ლევან ჩაჩუასთან და გიორგი გაბედავასთან ერთად იყო დაკავებული ტელეკომპანია კავკასიაში შეჭრისათვის, შემდეგ კი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. იმ დროისთვის “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” დამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი იყო, მალხაზ გულაშვილთან და ნანა დევდარიანთან ერთად.

  • “საქართველოს ეროვნული ერთობა”

“ქართულ იდეასთან” კავშირი აქვს საქართველოს “ეროვნული ერთობის” ხელმძღვანელობასაც, რომელიც საკუთარ თავს ფაშისტურ ორგანიზაციად მოიაზრებს. ორგანიზაცია 2016 წელს დაფუძნდა. წესდების მიხედვით, “საქართველოს ეროვნული ერთობის” მიზანია  “საერთო თანხმობისა და მშვიდობის პოლიტიკის გატარება, რომლის მიხედვითაც მოძრაობა პრიორიტეტულად წარმოაჩენს მენტალურად ქართულ მსოფლმხედველობას. ასევე, პატივმცემელი და შემგუებელი იქნება ყველა ეთნიკურად განსხვავებული საქართველოს მოქალაქის ტრადიციულ, მენტალურ, რელიგიურ თუ პოლიტიკურ მსოფლმხედველობისადმი, თუ ისინი არ შეურაცხყოფენ მენტალურ ქართულ მსოფლმხედველობას”. საჯარო რეესტრის მიხედვით, მათ ჰყავთ მეთაური და მწიგნობართუხუცესი.

www.manifest.ge-ზე იძებნება “ეროვნული ერთობის” პეტიცია,  რომლითაც ისინი საქართველოში ჯორჯ სოროსის ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო'' აკრძალვას ითხოვენ. მათ ასევე, “რუსთავი 2-ზე” ჟურნალისტ  გიორგი გაბუნიას რელიგიურ გამონათქვამს ფეისბუქ გვერდზე მუქარის წერილით უპასუხეს.

გაგრძელება იხილეთ ბმულზე: http://www.transparency.ge/ge/blog/kartuli-neonacizmis-anatomia




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics