21:52 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 13:25:19, 2037 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის პარტიის სათავეში დაბრუნდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება

„დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის პარტიის სათავეში დაბრუნდება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უახლოეს დღეებში პარტიის პოლიტსაჭოს სხდომა, შემდეგ კი, ყრილობა გიამართება, სადაც დელეგატები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

„უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და შემდეგ უკვე მალე გაიმართება ყრილობა. დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც პოლიტსაბჭო ასევე მთელი საქართველოდან წარმოდგენილი დელეგატები ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ და შესაბამისად, არჩეული იქნება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენთვის, „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის, ჩვენი გუნდისათვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.  გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics