01:54 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 18:09:54, 1768 ნახვა

პოლიტიკა
ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები დაგმეს

"ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ლატვიის გამოცდილების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს საუკეთესო გზაა ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და მშვიდობის მშენებლობისათვის", - ამის შესახებ ლატვიის სახელმწიფო მდივანმა ანდრეი პილდეგოვიჩმა გაერო-ში საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხებოდა, ლატვიის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა გაერო-ში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენლმა, აუდრა პლეპიტემ, რომელმაც საქართველოსა და ლიტვის მჭიდრო პარტნიორობაზე ისაუბრა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, რომელიც მიმართულია ხალხთა დაახლოების და ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარებისკენ, უფრო მეტი ეკონომიკური კავშირების აგებისა და რაც ყველაზე მთავარია - განათლების ხელმისაწვდომობისკენ, რაც მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენის პროცესისთვის", - განაცხადა გაერო-ში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენლმა.

ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ქმედებები დაგმეს.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელურ ღონისძიების "ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის" გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ ასევე მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace".




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics