10:59 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 17:10:04, 1767 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარიამ და ლიტვის შს მინისტრმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში პოლიციის ატაშეს წარგზავნის საკითხი განიხილეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ლიტვის რესპუბლიკას ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ეიმუტის მისიუნასს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განსაკუთრებით ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლაში.

გიორგი გახარიამ ლიტველ კოლეგას მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ლიტვური მხარის მიერ შეტანილი წვლილისა და სამაგალითო პარტნიორობის გამო. აღნიშნული პროექტი 2014–2018 წლებს მოიცავს. მისი მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, სამართალდაცვით სფეროში ევროპის გამოცდილების გაზიარება, პოლიციური საკითხების სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია.

გიორგი გახარიამ და ეიმუტის მისიუნასმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა საგზაო უსაფრთხოების სფეროში და მხარეთა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

,,ვისაუბრეთ პოლიციის ატაშეს ინსტიტუტის შექმნის საჭიროებაზე საერთოდ ბალტიისპირეთის რეგიონში და ვფიქრობ, რომ ამ ამოცანასაც ერთად გავართმევთ თავს“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ლიტველ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მდგრადობის შენარჩუნების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, სამინისტროს პრიორიტეტები და უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics