2018-04-23 16:52:50, 2071 ნახვა
სამართალი
ბაჩო ახალაიას სერგო თეთრაძის წამების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი დამნაშავედ ცნო. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ, ბაჩო ახალაიას 9 წლით, ხოლო ნიკოლოზ ძიმცეიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფუფარდა. „ბრალდებული ახალაია ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი სექსუალური ხასიათის, ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. სასამართლომ, ბაჩანა ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი სახელმწიფო-პოლიტიკურითანამდებობის პირის მიერ. ასევე, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილე დამნაშავედ იქნენ ცნობილნი სამსახურებრივი სიყალბისათვის, ე.ი. მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, ასევე მათ მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისებაში დახმარებისათვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. საქმის არსებითად განხილვისას, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტები. კერძოდ, სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, უშუალოდ ბაჩანა ახალაიას ორგანიზებითა და მონაწილეობით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ჩადენილი ცემის, წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ასევე დანაშაულთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, ბაჩანა ახალაიას 9 წლით, ხოლო ნიკოლოზ ძიმცეიშვილს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მათვე ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება, შესაბამისად 3 წლის და 1 წლის ვადით“,- აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სასამართლო განხილვები ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ სამი პირი – დავით ლონდარიძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის სექტემბერში დააკავეს. დაკავებიდან ერთ კვირაში თეთრაძე ციხეში გარდაიცვალა. ავტორი: , |
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|