2018-04-23 14:24:07, 1904 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს
სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიგენ სარქისიანის განცხადებით, ქვეყანაში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-არმენია" იუწყება. თავდაცვის მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობის შესაძლო ამოქმედება ერევანში მასობრივ საპროტესტო აქციებს უკავშირდება. "ჩვენი სურვილია და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სურვილიც არის, რომ საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდეს, არც ახლა და არც მომავალში. თუმცა, ქვეყნის კანონმდებლობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსგავსი სიტუაციების დროს საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ", - განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა. აქციები ერევანში დღეს განახლდა. მომიტინგეებს სტუდენტები და ჯარისკაცებიც შეუერთდნენ. ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ავტორი: , გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|