2018-04-20 18:33:48, 2068 ნახვა
მსოფლიო
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 233-მდე გაიზარდა
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 233-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ერევნის პოლიციის პრესსამსახურის უფროსზე ედგარ ჯანოიანზე დაყრდნობით იუწყება. "ამ ეტაპზე განყოფილებაში 233 ადამიანია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა ის მომიტინგეები დააკავეს, ვინც ქუჩების ბლოკირებას ახდენდა", - განაცხადა ჯანოიანმა. მედია საშუალების ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისთვის პოლიცია ევაკუატორებს იყენებს. ქუჩებიდან ის ავტომობილებიც გაყავთ, რომლებშიც მძღოლები და მგზავრები იმყოფებიან. მანამდე ვრჩელდებოდა ცნობა, 166 დაკავებულის შესახებ. ერევანში აქცია დილიდან განახლდა. ამასთან, დილიდან ფაშანიანმა სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების დაწყების შესახებ განაცხადა. ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ავტორი: , განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|