21:23 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 15:38:37, 1593 ნახვა

კომენტარი
სერგი გვარჯალაძე: დარწმუნებული ვარ, ღამის კონომიკის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული პროექტი იქნება

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ საზოგადოებას ღამის ეკონომიკის კონცეფცია დეტალურად გააცნო და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. 

პროექტის პრეზენტაციაზე სერგი გვარჯალაძემ აღნიშნა, რომ 20:00 საათიდან, ქალაქში განსხვავებული ტიპის ეკონომიკური აქტივობები იწყება და ზოგიერთი სექტორის როლი უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კერძოდ, იზრდება გართობის, დასვენებისა და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა.

მისი თქმით, ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც აღნიშნული პერიოდიდან დილამდე გრძელდება, ღამის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და დღის განმავლობაში მიმდინარე ეკონომიკური აქტივობებისგან არ არის მოწყვეტილი.

„ღამის ეკონომიკის კომპონენტები და ასპექტებია: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, ხმაურის რეგულირება, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იქნება. ასევე, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კულტურული აქტივობები და უბნების რეგენერაცია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა დიდი ქალაქის ღამის ეკონომიკის კონცეფცია შევისწავლეთ. უპირველეს ყოფლისა, საჭიროა კომუნიკაცია, რადგან კომუნიკაციის გარეშე ღამის ეკონომიკა წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კრეატიული პროექტი, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

მისივე განმარტებით, ღამის ეკონომიკაში ჩართულია ტრანსპორტის სექტორი და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, ტურიზმის სექტორი, კულტურისა და კრეატიული ინდუსტრია, სპორტი, ვაჭრობის სექტორი, ასევე, მნიშვნელოვანია მერიის ფუნქცია - აღნიშნული სექტორების სტიმულირება და კოორდინაცია.

„საქართველოში ტურიზმის 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2017 წლის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს შეადგენს, საიდანაც ბიუჯეტში 2.75 მლრდ აშშ დოლარი შევიდა. 2025 წლისთვის, საქართველო 11 მლნ ვიზიტორს ელოდება. არსებული სტატისკიტის მიხედვით, მათი 50% ქალაქ თბილისზე მოდის. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ მათი ვიზიტის დღეების რაოდენობა გავზარდოთ, რომელიც დაახლოებით, 2.5-3 დღეს შეადგენს. დღეს სამწუხაროდ, როდესაც ტურისტი ქალაქში გამოდის, ძირითადად, რამდენიმე უბანში მოძრაობს და ფაქტობრივად, საშუალება არ აქვს, სხვა უბნებსაც გაეცნოს“, - აღნიშნა ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა.

სერგი გვარჯალაძის განცხადებით, ასევე, აუცილებელია რესტორნებისა და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების რაოდენობის ზრდა, რადგანაც კვების ინდუსტრიში 12%-იანი ზრდა ფიქსირდება.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics