23:21 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 15:09:01, 1510 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და Welcome to Georgia!-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანამშრომლობა გრძელდება

"საქართველოს ბანკისა" და Welcome to Georgia!-ს ორგანიზებით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია გაიმართება.

აღნიშნული პროექტის მიზანია ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია წაახალისოს, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველო უკეთ წარმოაჩინოს.

2018 წელს Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორები საინტერესო და მეტი შესაძლებლობებით დატვირთულ საკონკურსო წელს ჰპირდებიან ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს. დაჯილდოების ახალი ნომინაციები, ჟიურის განახლებული შემადგენლობა და ყველა სიახლე პროექტის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ, ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენციაზე გაჟღერდება.

ღონისძიების მნიშვნელობაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ისაუბრა:

"საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად გახლავთ ტურიზმის სფეროში დაჯილდოების თანაორგანიზატორი. ეს ღონისძიება ხელს უწყობს კერძო სექტორის სტიმულირებას და დაფასებას. უკვე მე-4 ცერემონიისთვის ვემზადებით ძალიან აქტიურად, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება. წელს იქნება ახალი ნომინაციები, ჩვენ შევეცდებით, რომ დავაფასოთ ის შრომა, რომელსაც კერძო სექტორი წევს ტურიზმის განვითარების საკითხებში და სახელმწიფო, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ პროექტის მუდმივი მხარდამჭერი დარჩება", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

"საქართველოს ბანკის" საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის ზურაბ მასურაშვილის განცხადებით, ბანკი Welcome to Georgia!-სთან და ტურუზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას აგრძელებს.

"ზოგადად ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკვე მე-4 წელია რაც ტურიზმის დაჯილდოების ღონისძება ტარდება. ჩვენ ვართ პარტნიორები 3 წლის განმავლობაში. წელს ვფიქრობთ, რომ ტურისტული სექტორის მხრიდან ინტერესი კიდევ უფრო მეტი იქნება. ზოგადად ვიცით, რამდენად წარმატებული არის ეს სექტორი და იზრდება დაინტერესება თვითონ კომპანიების მხრიდან, რათა უკეთესად წარმოაჩინონ თავიანთი ბიზნესი და მიიღონ მონაწილეობა ღონისძიებაში. "საქართველოს ბანკი" თავის მხრივ ცდილობს, რომ ეს სექტორი მაქსიმალურად წაახალისოს. წელს ჩვენ ვართ უკვე თანაორგანიზატორის ამპლუაში", - განაცხადა მასურაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში ორი წელია წარმატებით არსებობს "საქართველოს ბანკის" მიერ სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი ნომინაცია:  „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესში“ და მეორე ნომინაცია, რომელიც გასულ წელს შეიქმნა სპეციალურად ქალი მეწარმეებისთვის - „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“. აღნიშნული ნომინციების გამარჯვებულები, მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პრიზებით გასულ წელს "საქართველოს ბანკის" მიერ  დაჯილდოვდნენ. "საქართველოს ბანკი" წლევანდელ მონაწილეებსაც განსაკუთრებულ პრიზს გადასცემს.

პროექტ Welcome to Georgia-ს თანადამფუძებლის მარინა ჩაიკას განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიები სათანადოდ იყვნენ დაფასებულები.

"ჩვენი თანამშრომლობა "საქართველოს ბანკთან" და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გრძელდება. Welcome to Georgia-ს პროექტი უკვე დაწყებულია. გასული წლის ყველა კრიტერიუმი და ნომინაცია გავაანალიზეთ, ამიტომ ხვალ ახალ ნომინაციებს წარვადგენთ. ასევე ვემზადებით ტურიზმის სფეროში კონფერენციის ჩასატარებლად, რომელსაც ყოველ წელს ვატარებთ. ეს კონფერენცია 5 ივნისს, თბილისში ჩატარდება. ეს ძალიან კარგი ღონისძიებაა, რათა ჩვენი ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთოს პროცესში და მიიღონ ინფორმაცია ახალი პროექტების შესახებ, რომლებსაც მთავრობა და კერძო სექტორი ახორციელებენ", - აღნიშნა მარინა ჩაიკამ.

გამარჯვებულების ვინაობა, ტრადიციულად ყოველწლიურ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე საზეიმო ღონისძიებაზე გაჟღერდება, დეკემბერში. ხოლო მანამდე ივნისის დასაწყისში, სასტუმრო ბილტმორ თბილისში გაიმართება ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია, Welcome to Georgia-ს ფარგლებში, რომელიც მოიცავს: პანელური დისკუსიებს; B2B შეხვედრებს და საინტერესო, სასარგებლო პრეზენტაციებს, პრაქტიკულ მაგალითებს  ბაზრის წამყვანი მიმწოდებლებისა და პროფესიონალებისგან და უახლეს ინფორმაციას ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მიმდინარე პროექტების შესახებ.

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics