2018-04-16 16:04:34, 1551 ნახვა
სამართალი
ბრალდებულის შვილის ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძემ და მოკლულის დედამ 10 დღის წინ ხელი მოაწერეს
10 დღის წინ მამაჩემმა და ნათია გობაძემ იუსტიციის სახლში ხელი მოაწერეს, - ამის შესახებ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შვილმა, ლიკა ბაქრაძემ განაცხადა. ამასთან, ბრალდებულის შვილების ინფორმაციით, ბაქრაძის შეწყალების თხოვნით კომისიას მოკლულის დედამ ნათია გობაძემ მიმართა. "როგორც გავიგე ერთად იყვნენ და 10 დღის წინ იუსტიციის სახლში ხელიც მოაწერეს. ამას რატომ არ ამბობენ? ეს ფაქტია, ერთად ცხოვრობდნენ. ორდერი ალბათ იმიტომ გამოიწერა, რომ მამაჩემის და ნათიას ურთიერთობას არავინ დაეთანხმებოდა, მალავდნენ ამ ურთიერთობას. 2015 წელს ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა ის რაც მოხდა. მამაჩემმა გაიგო რაღაცები", - განაცხადა ლიკა ბაქრაძემ. ბრალდებულის, კიდევ ერთი შვილის მარიამ ბაქრაძის განცხადებით, მოკლული გოგონას დედა ვეფხია ბაქრაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც აკითხავდა. "მე თვითონ გამიკვირდა, როგორ გამოვიდა ასე მალე მამაჩემი. ვიცოდი რამდენიც ჰქონდა მისჯილი. როცა დავინტერესდი, მითხრა, რომ ნათიამ მიმართა შეწყალების კომისიას თხოვნითო, მაკითხავდაო და ფულსაც მაძლევდაო, მაგრამ არ მინდა, რომ ეს თაკომ იცოდესო", - განაცხადა მარიამ ბაქრაძემ. ავტორი: , |
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|