05:25 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 15:00:32, 849 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა სირიელ ხალხს სამხედრო დახმარებას სთავაზობს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება სირიაზე საერთაშორისო კოალიიცის მიერ განხორციელებულ იერიშს გმობს, - ამის შესახებ დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

დე-ფაქტო ხელისუფლება მზად არის, სირიელ ხალხს სამხედრო დახმარება გაუწიოს.

"ჩვენ ვგმობთ მომხდარ ინციდენტს და ვაფასებთ მას, როგორც პროვოკაციას, რომელიც მიმართულია დიდი ომის გაღვივებისკენ. აფხაზეთის შეიარაღებული ძალები მზად არის სირიელი ხალხის დასაცავად და ამ მიზნით სირიაში პროფესიონალი სპეციალისტების გასაგზავნად,  მათ შორის მფრინავთა ჯგუფით. სირიაში ამ დრომდე ცხოვრობენ აფხაზები, რომლებიც ქვეყანაში მე-19 საუკუნეში კავკასიაში მომხდარი ომის შემდეგ დასახლდნენ და მოძმე სირიელ ხალხთან ერთად ტერორისტებისა და მათი მფარველების არა ადამიანური ქმედებების მსხვერპლი ხდებიან. დღეს სირია რთულ პერიოდს გადის. საერთაშორისო კოალიციამ ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით არ წყვეტს მცდელობებს ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს და თავისი კონტროლის ქვეშ ამყოფოს. აფხაზი ხალხი თანადგომით აკვირდება ქვეყანას, რომელიც თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. დარწმუნებული ვართ, რომ სირიელები ყველა გამოცდას გაუძლებენ და ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვლენ", - აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის უწყების განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics