06:52 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 14:39:43, 1561 ნახვა

პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: ევროკავშირი დიდ როლს ითამაშებს კონფლიქტური საკითხების პრევენციასა და მოგვარებაში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა რეფორმირების პროცესში პარლამენტის ჩართულობას მაღალი შეფასება მისცა.
 „ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თუ რას მიაღწია საქართველომ ამ მიმართულებით. პარლამენტი აღნიშნული რეფორმების მხარდაჭერაში აქტიური გახდა და მინდა ხაზი გავუსვა პარლამენტის მზარდ როლს აღნიშნულ პროცესში და პირადად აღვნიშნავ პარლამენტის თავმჯდომარის წვლილს, რომელიც აღნიშნული პროცესების წარმმართველი ძალა გახლავთ.
 ჩვენ ბევრი გავაკეთეთ საქართველოსთან ერთად საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის მიმართულებით და ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ რეფორმას, რომელსაც სერიოზულად დავუჭერთ მხარს ევროკავშირის რესურსებით",-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
 იანოშ ჰერმანმა ყურადღება უსაფრთხოების სექტორზე, საპარლამენტო ზედამხედველობაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკა ამ მიმართულებით, კომპლექსურია და სრულიად შეესაბამება იმ ზოგად პრინციპებს, რასაც ქვია დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი უფრო აქტიური გახდება უსაფრთხოების სფეროს რეფორმირებაში და უფრო აქტიურ პოზიციას დაიკავებს კონფლიქტური საკითხების პრევენციასა და მოგვარებაში, ანტიტერორიზმისა და ანტირადიკალიზმის მიმართულებით.
 პრეზენტაცია ღონისძიების მონაწილეებს პროექტის ექსპერტმა, დევიდ ლიმ წარუდგინა.  პრეზენტაციის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას პროექტის ძირითადი ამოცანების,  მიმდინარეობისა  და სამომავლო ნაბიჯების შესახებ.
 განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით დაგეგმილ აქტივობებს დაეთმო.
 პროექტი მიზნად ისახავს პარლამენტის მხარდაჭერას ზედამხედველობის გაძლიერებაში, რათა საკანონმდებლო ორგანომ ეფექტიანად განახორციელოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს (მათ შორის პოლიციის), და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ზედამხედველობა. პროექტის აქტივობები მოიცავს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პროფესიული უნარების გაძლიერებას.  
 პროექტი ხორციელდება თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებთან თანამშრომლობით და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მდგრად პროგრესზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის კუთხით. აღნიშნული მიმართულებით, პროგრესი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, განსაკუთრებით კი ეფექტიანი, მდგრადი ინსტიტუტების განვითარებას.
 პროექტის ფარგლებში განხორციელდება აქტივობები, რათა მიღწეულ იქნეს ადამიანის უფლებების დაცვის და გენდერული ფაქტორების გათვალისწინებით მიღებული მდგრადი შედეგები.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics