06:28 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 17:20:37, 2025 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონი: ლიტვინენკოს მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ, რუსეთი უკვე ვეღარავის გაასულელებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის მიერ "სკრიპალის საქმესთან" დაკავშირებული ბრალდებების უარყოფა აბსურდული ხდება.

როგორც ჯონსონმა აღნიშნა, „ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ, ისინი უკვე ვეღარავის გაასულელებენ“.

"მოხარული ვარ იმ ძლიერი მხარდაჭერით, რომელსაც ბრიტანეთი იღებს სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებით. ჩვენი კოლეგები ხედავენ, რომ ზედმიწევნით ვასრულებთ ქიმიური იარაღის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ჩვენი ქმედებები იმის საწინააღმდეგოა, რასაც რუსეთი აკეთებს. დღეს ჩამოდიან ექსპერტები სილსბერიში სინჯების ასაღებად. რუსეთის უარი ბრალდებებზე აბსურდული ხდება. ჯერ თქვეს, რომ ნოვიჩოკი არ შეგვიქმნიაო, შემდეგ თქვეს კი შევქმენით, მაგრამ მარაგი სრულად გავანადგურეთო. ბოლოს ამტკიცებდნენ, რომ რაღაც ნაწილი საიდუმლო ვითარებაში გავიდა შვედეთში, ჩეხეთში, ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებშიო. სიმართლის დამალვა არის კლასიკური რუსული სტრატეგია. მაგრამ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ, ისინი უკვე ვეღარავის გაასულელებენ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics