19:07 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 10:12:06, 1627 ნახვა

ეკონომიკა
Connect-aviation - connect2018 თბილისი წარმატებული და ყველასათვის დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო

connect-aviation საკუთარ გვერდზე 20-22 თებერვალს საქართველოს დედაქალაქში გამართულ საიუბილეო, რიგით მე-15 საერთაშორისო საავიაციო ფორუმს გამოეხმაურა 
ფორუმს წელს თბილისმა პირველად უმასპინძლა. 

,,თბილისი ულამაზესი ქალაქია. მოუთმენლად ველოდები დავიწყო ახალი, პირდაპირი ავიამიმართულება ამ გასაოცარ ქალაქში“,- ამის შესახებ,  სკანდინავიის ავიახაზების ქსელურმა მენეჯერმა გონსალო პერნასმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა,  რომ ღონისძება უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.  

სტატიაში, სადაც ძირითადად 3 დღიანი ფორუმის ამსახველი ფოტოებია წარმოდგენილი, ნათქვამია, რომ  თბილისში გამართული #connect2018 წარმატებული და ყველასათვის დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო. 

,,გვსურს დიდი მადლობა ვუთხრათ ჩვენს ქართველ მასპინძლებსა და ყველა დელეგატს, რომლებმაც თბილისში გამართული Connect-ი წარმატებულად და ყველასათვის დასამახსოვრებლად აქციეს. რიგით მე-15 connect-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნამდვილად ღირებული, წამყვანი საავიაციო ფორუმია, სადაც შეიკრიბნენ 500-ე მეტი დელეგატი, მათ შორის 65 ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიმღები პირები. 3 დღიანმა შეხვედრებმა, კონფერენციებმა, საავიაციო ინდუსტრიის ბრიფინგებმა დელეგატებს შორის,  ხელი შეუწყვეს ბიზნესშესაძლებლობებისა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გასაოცარმა სტუმართმოყვარეობამ კი  დამსწრეებს ის მდიდარი პოტენციალი დაანახა, რომლის შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია",- ნათქვამია სტატიაში.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კლევერლი - გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს
„მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების მცდელობა“ - პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
კუპატაძე - ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებს, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული
კობიაშვილი - ფეხბურთელებზე წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა და თავდასხმა ხორციელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics