00:41 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 14:37:56, 2463 ნახვა

მსოფლიო
„დანაშაულის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას“ - აშშ სკრიპალის მოწამვლის საქმეზე ბრიტანეთის ვერსიას იზიარებს

ამერიკის შეერთებული შტატები სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტზე დიდი ბრიტანეთის გამოძიებას ენდობა, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ტილერსონმა აღნიშნა, ამერიკა იმ ვერსიას იზიარებს, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის უკან სავარაუდოდ, რუსეთი დგას.

"ასეთი ტიპის თავდასხმა, მკვლელობის მცდელობა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება იყოს გამართლებული. ჩვენ შეშფოთებული ვართ, იმით, რომ რუსეთი სავარაუდოდ ისევ მსგავს ქმედებებს ახორციელებს. დაწყებული უკრაინით და სირიით, ახლა კი, დიდი ბრიტანეთით, რუსეთი რჩება პასუხისმგებლობის არ მქონე და არასტაბილური. ის ღიად უგულებელყოფს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს", - ნათქვამია ტილერსონის განცხადებაში.

მანვე დასძინა, რომ პირებმა რომლებიც არიან დამნაშავე ამ საქმეში, ჩადენილ დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ.

"ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ ქმედებაში ყველა დამნაშავე პირი, როგორც შემსრულებელი ასე დამკვეთი, უნდა იყოს დასჯილი. დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას ვუცხადებთ", - დასძინა ტილერსონმა.

ცნობისთვის, გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. მისი თქმით, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა, მეის განმარტებით, რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო საპასუხო ზომების შესახებ 14 მარტს განაცხადებს. აღნიშნულ ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics