04:48 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 10:59:29, 2958 ნახვა

კულტურა
თიბისი არტ გალერეაში გამოფენა „ფოტოგრამა - ფოტოგრაფია კამერის გარეშე“ გაიხსნა

თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ფოტოგრამა - ფოტოგრაფია კამერის გარეშე 1842/2018 " მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენლია ფოტოხელოვანების, გიორგი ინდუაშვილისა და საბა შენგელიას ნამუშევრები, რომლებიც ფოტოგრამის ტექნიკითაა შესრულებული.

ფოტოგრამა ფოტოგრაფიული გამოსახულებაა, რომელიც კამერის გარეშე, შუქმგრძნობიარე ზედაპირზე საგნების განლაგებითა და სინათლის წყაროს მიმართვით მიიღება.

გამოფენის იდეის ავტორი ახალგაზრდა ფოტოხელოვანი - გიორგი ინდუაშვილია, რომელიც წლებია ფოტოგრაფიის ძველი ტექნოლოგიების შესწავლასა და მათ ახლებურად გამოყენებაზე მუშაობს.        

გიორგი ინდუაშვილის  ნამუშევრები ციანოტიპ-ფოტოგრამები გარემოს დაბინძურების თემას ეხმიანება. სერია „პლასტმასის თევზი" ხელოვანის ერთგვარი რეაქციაა ამ პრობლემაზე, სწორედ ამიტომ გიორგი ინდუაშვილმა მასალად გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი ცელოფანი გამოიყენა. ნამუშევრების ნეგატივი ქიმიური ხსნარისა და სინათლის მანიპულაციით არის მიღებული.

საბა შენგელიას ნამუშევრები ციფრული ფოტოგრამებიც (იგივე სკანოგრამები)  კამერის გარეშეა შექმნილი,  თუმცა ამ შემთხვევაში არტისტმა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა. სერია „განდეგილის ბაღი"  ჩვეულ გარემოში  ახალი სამყაროების აღმოჩენას გვთავაზობს.                    

გამოფენას თიბისი არტ გალერეა 1 თვის განმავლობაში, 2 აპრილამდე უმასპინძლებს.

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics