21:28 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 15:34:32, 2084 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: თუ ვეტოს დაძლევენ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი პლურალისტურ მედიას დააზარალებს

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მის მიერ დადებული ვეტო დაძლია, ამ სახით მიღებული კანონი პლურალისტურ მედიას დააზარალებს.

მარგველაშვილის შეფასებით, კანონი თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯისთვისაც ცუდი იქნება:

„თუ ვეტო იქნა დაძლეული, ასეთ შემთხვევაში მაუწყებლობის კანონი დააზარალებს პლურალისტურ მედიას, მაუწყებლობის კანონი დააზარალებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯს, ეს იქნება  მარტივად ცუდი. თუმცა, ინსტიტუტების შერყევა „ქართული ოცნების“  საფირმო ნიშანი გახდა“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics