21:48 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 11:18:02, 2000 ნახვა

საზოგადოება
მორიგებით დასრულებული საქმეები მუდმივად მზარდია

აღსრულების ეროვნული ბიურო 2018 წლის 6 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.

2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 6 433 ერთეული შემთხვევა შეადგინა;

საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 191 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;

ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 223 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;

2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 4 453 მოქალაქეს

2018 წლის ივნისის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8 326 ერთეული ალიმენტიდან - დარეგულირებულია 4 130 საქმე.

მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მხარეებს შორის არსებული დავა მორიგებით დასრულდეს.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics