10:54 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 12:51:02, 1536 ნახვა

ეკონომიკა
საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ ორი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ (BGEO Group PLC), საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყარო, ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს.

ერთი კომპანია საბანკო („საქართველოს ბანკის ჯგუფი“ - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის („საქართველოს კაპიტალი“ - Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებენ. აღნიშნული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. პროცესის დასრულების შემდგომ, დამოუკიდებლად, ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „ბიჯეო ჯგუფიდან“ უკვე სამი კომპანია იქნება წარმოდგენილი.

„ბიჯეოს“ დირექტორთა საბჭოს მიაჩნია, რომ ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით ჩამოყალიბება, ბიზნესებს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში, დამატებით შესაძლებლობას  მისცემს მეტი მოქნილობით მართონ საკუთარი რესურსები და მისდიონ საკუთარ სტრატეგიას. „ბიჯეოს“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კაპიტალის“ წილი „საქართველოს ბანკის ჯგუფში“, პროცესის დასრულების შემდეგ, 19.9% იქნება, ნაცვლად, 2017 წლის ივლისში გამოცხადებული, 9.9%-ისა. ამასთანავე, ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად „საქართველოს კაპიტალს“ შეეზღუდება ხმის მიცემის უფლება და „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ დანარჩენი აქციონერები განსაზღვრავენ თუ როგორ მისცეს „საქართველოს კაპიტალმა“ ხმა აქციონერთა კრებაზე. „საქართველოს კაპიტალი“ ხმის უფლებას დაიბრუნებს „საქართველოს ბანკში“ მისი წილის 9.9%-მდე შემცირების შემდეგ. ორივე კომპანიას - „საქართველოს კაპიტალს“ და „საქართველოს ბანკის ჯგუფს“ ეყოლებათ დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები.

აღსანიშანვია, რომ „ბიჯეოს“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოს კაპიტალის“ წილი „საქართველოს ბანკის ჯგუფში“, პროცესის დასრულების შემდეგ, იყოს 19.9%, ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს როგორიც არის - კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საინვესტიციო კომპანიის მოსალოდნელი საბაზრო კაპიტალიზაცია, მხარი დაუჭიროს ფუტსი (FTSE) 250 უმსხვილეს კომპანიებს შორის განთავსების შესაძლებლობას და საფონდო ბირჟაზე ლიკვიდობის მაღალ მაჩვენებელს.

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ განაგრძობს ინვესტიციების ქართულ ბიზნესში განხორციელებას, დაფინანსების მოზიდვას ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან და დაეყრდნობა კომპანიების ზრდის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებას. საქართველოს ბანკი კი კვლავინდებურად შესთავაზებს მომხმარებელს საცალო და კორპორაციული საბანკო საქმიანობის მომსახურებას, ლიზინგს, დაგროვილი ქონების მართვას, საბროკერო მომსახურებასა და საბანკო მომსახურებას ბელარუსში.

„საქართველოს კაპიტალი“ მოიცავს: 57% წილს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ (GHG), 100%-ს კომპანია „ჯორჯია გლობალ იუთილითის“ (GGU), 100%-ს კომპანია „m2 უძრავი ქონება“, 76% წილს „თელიანი ველი“-ში, 100%-ს სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ და 19.9% წილს საქართველოს ბანკის ჯგუფში (აღნიშნული წილი საქართველოს ბანკში იქნება საინვესტიციო და საბანკო ბიზნესის გაყოფის დასრულების შემდეგ).

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics