22:10 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-13 16:29:15, 3009 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: უკრაინაში თემურ ნიშნიანიძეს ჩემ გამო აპატიმრებენ - ეს პოლიტიკური დევნაა

კიევში დღეს საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის თემურ ნიშნიანიძის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკასვილიც დაესწრო. 

სააკაშვილმა  newsone-ის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს, რომელიც ოდესაში მას ეხმარებოდა,  შვიდი წლის წინანდელი საქმის გამო აპატიმრებენ,  როდესაც მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა.

„საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული თემურ ნიშნიანიძე, რომელიც  ოდესაში დამეხმარა, შვიდი წლის წინანდელ საქმეზე  უყენებენ ბრალს, როცა მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა.  ეს არის 1961 წლის ვენის კონვენციისა და უკრაინის კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევა“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

ექს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას ეჭვი არ ეპარება, ეს პოლიტიკური დევნაა და „მთავრობას მისი დადუმება სურს“.

„ეს სუფთა პოლიტიკური საქმეა. ვენის კონვენციის მიხედვით, თემური 10-ჯერ უარესი დამნაშავეც რომ იყოს, მისი გასამართლება არ შეიძლება. ესენი ოროსანი ქურდები არიან, რომლებმაც არ იციან ელემენტარული კანონები და კონვეციები. მათთვის კანონი არ არსებობს.

მე გამაფრთხილეს, რომ მას დააპატიმრებდნენ და აი, აპატიმრებენ. მე ჩემს მორალურ ვალდებულებად ვთვლი ამ ადამიანს მხარი დავუჭირო, ვინაიდან ვიცი სად არის ძაღლის თავი დამარხული. ის საერთოდ არაფერ შუაშია. მთელი ისტორია მე მეხება და ჩემს გაჩუმებას ცდილობენ“, - განაცხადა ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics