23:32 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 17:54:14, 1995 ნახვა

კომენტარი
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პანკისის სპეცოპერციასთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ნდობის ჯგუფის შეხვედრა სხვა საკითხებთან, მათ შორის, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაიმართოს.

როგორც მან აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი საქართველოს პარლამენტმა აქტიურად უნდა გამოიყენოს.

„ნდობის ჯგუფის შეხვედრა უკვე შედგა, როცა საქმე ეხებოდა სპეცოპერაციას თბილისში და ჩვენ არგამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, რომ ანალოგიურად შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი სხვა საკითხებთანდაკავშირებით, მათ შორის პანკისში სპეცოპერციასთან დაკავშირებით. ეს არის ნდობის ჯგუფის ფუნქცია დაბუნებრივია, ეს მექანიზმი უნდა იყოს აქტიურად გამოყენებული საქართველოს პარლამენტში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ მიმართულებით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რესურსებს განვითარება სჭირდება და ამ კუთხით,  პარლამენტი აქტიურად მუშაობს.

„ჩვენ არაერთხელ თავად გვითქვამს, რომ ამ მიმართულებით პარლამენტის რესურსები არის ტრადიციულადსაკმაოდ სუსტი, იყო დღემდე ძალიან სუსტი და გვჭირდება ჩვენი რესურსების განვითარება იმისათვის, რომუკეთ განვახორციელოთ ჩვენი საზედამხედველო ფუნქციები. ეს არის ჩვენი ერთ–ერთი ამბიციური ამოცანა,რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ სამი წლის თავზე, როდესაც ამმოწვევის პარლამენტი დაასრულებს მუშაობას, შედეგად მივიღებთ თვისებრივად განსხვავებულინსტიტუციას პარლამენტის სახით, რომელსაც ექნება ბევრად უფრო განვითარებული რესურსები,განსაკუთრებით, ზედამხედველობის სფეროში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics