07:12 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 21:45:51, 1897 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: პოლიციელებს ამოაცალეს რაცია და გაიქცნენ, ამის შემდეგ დაიწყეს ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ბესიკ ბეგიაშვილის ადვოკატის, ზურაბ ბეგიაშვილის შეფასებით, მოწმეთა ჩვენებები "მიზანმიმართულადაა შეთითხნილი".

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სამარტალდარღვევის გარკვეული ნიშნების არსებობის გამო, პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა.

"რაც შეეხება რაციას, ე.წ საკავშირო საშუალებას, ამ გაწევ-გამოწევის დროს, როდესაც ამ პირებმა დაიწყეს ზეწოლა პოლიციელების მიმართ, საკავშირო საშუალება ამოაცალეს პოლიციას და გაიქცნენ ამ საშუალებასთან ერთად. პოლიციელებმა რომ ნახეს, რომ ისინი უკვე სუსტები იქნებოდნენ ამდენი პირის წინააღმდეგ, დაიწყეს იმ ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება, რომელიც პოლიციის შესახებ კანონით მათ ეკისრებათ და მოქმედებდნენ კანონის ჩარჩოებში“, - განაცხადა ბეგიაშვილმა და დასძნა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებიტ მუშაობას სიმართლის დადგენამდე გააგრძელებს. 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტების ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და  ბ.ბ. დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს საღამოს საათებში  რ.ღ. მეგობრებთან ერთად  ქ. რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდნენ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ.რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და  ბ.ბ. და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს,  საუბრისას რ.ღ.-ს მიერ მოთხოვნილ განმარტებას, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, რა დროსაც მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი  შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა.  შეშინებული რ.ღ. გაიქცა, რომელსაც  პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერგასროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას  ხუთიდან რვა წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით  ითვალისწინებს.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics