01:13 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 13:04:12, 2444 ნახვა

ეკონომიკა
საბაჟო საწყობებში წლობით გაჩერებული საქონელის პრობლემის მოგვარებისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებებია შესული

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ბიზნესის წარმომადგენელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, შესულია ცვლილებები, რომლის მიხედვით, საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა ნაცვლად 5 კალენდარული წლისა განისაზღვრა 180 კალენდარულ დღემდე, ხოლო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადა, ნაცვლად განუსაზღვრელი პერიოდისა, განისაზღვრა 2 კალენდარული წლით.

აღნიშნული ცვლილება საშუალებას იძლევა გადაწყდეს წლობით არსებული (მათ შორის, ვადაგასული ან გაფუჭებული) საქონლისაგან საბაჟო საწყობების გათავისუფლებისა და შენახვის ადგილების მოცდენის პრობლემა.

ცვლილება ამოქმედებულია 2017 წლის 14 ივლისიდან, თუმცა იმ საქონელზე, რომელიც საბაჟო საწყობში დროებით შენახული იყო აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე, დროებით შენახვის 180 დღიანი ვადის ათვლა  2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.  

ამ შემთხვევაში, საუბარია საბაჟო საწყობებში წლობით მიტოვებულ საქონელზე, რომელიც პრობლემებს უქმნიდა როგორც საწყობის მფლობელებს, ასევე საგადასახადო ორგანოებს, რადგან შეუძლებელი ხდებოდა ასეთი საქონლის განკარგვა, რადგან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის შენახვა იყო უვადო, ხოლო დროებით შენახვა – 5-წლიანი.

ამ ცვლილებით შემცირდა დროებით შენახვის ზღვრული ვადა, მაგრამ ასევე, განისაზღვრა მისი იმავე ვადით (180 დღე) გაგრძელების შესაძლებლობაც.

საწყობის სასაქონლო ოპერაციაში შენახვის ვადა კი, ფაქტიურად, არ შეზღუდულა, რადგან დადგენილი 2-წლიანი ვადა დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს შეუზღუდავი რაოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები არ შესრულდა, მოხდება საქონლის განკარგვა დადგენილი წესით.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics