05:38 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-16 11:46:01, 2295 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიას და არასამთავრობოებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ორშაბათს მედიისა და არასამთავრობო სექტორისა და ყველა, საკითხით დაინტერესებულ მხარეების წარმომადგენლებს შეხვდება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, "მაუწყებლის შესახებ" კანონში შემავალი ცვლილებები ეხება ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს, ეხება მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და ობიექტური  მაუწყებლის არსებობის საკითხს.

"ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გამოითქვა ბევრი კრიტიკა და შენიშვნა, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ შეხვდეს ყველა იმ მხარეს, რომლებმაც ეს მოსაზრებები გამოთქვეს:  მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ, ან ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებსაც პარლამენტი იხილავს",- განაცხადა ანა დოლიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics