22:38 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 15:50:57, 1839 ნახვა

საზოგადოება
ISET-მა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის  (ISET Policy Institute) პროექტის „რეფორმეტრი“ ფარგლებში განხორციელებულ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასების პრეზენტაციას დაესწრო.

შეხვედრაზე უწყების ინსტიტუციური მოწყობის, ადამიანური რესურსების განვითარების, ინფრასტრუქტურისა და საბიუჯეტო თანხების მიზნობრივი მართვის, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობის კუთხით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა დადებითად შეფასდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით,  სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს, რისთვისაც  მიზნად დასახულია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალური ათვისების ხელშეწყობა.

„მადლობას გიხდით სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შეფასებისთვის. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელი სოფლის მეურნეობის დარგისთვის რთული იყო. არასასურველ კლიმატურ პირობებს ახალი ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას გავრცელებაც დაემატა. აღნიშნული გამოწვევების პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკის ექსპერტების მხრიდან დადებითი შეფასების მოსმენა. სირთულეებთან ერთად, მიმდინარე წელს წარმატება გვქონდა ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით; წარმატებით ჩაიარა რთველმაც. დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებია, თუმცა გამოწვევაც ბევრია და, შესაბამისად, ჩვენი შესაძლებლობები სრულად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრას  დარგის ექსპერტები, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგნელები ესწრებოდნენ.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics