20:33 - 22 Apr, 2018
2017-12-07 19:07:17, 746 ნახვა
გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსი „თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, საგამოძიებო უწყებებმა დღეს მუშაობა დაასრულეს და „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორია დაასუფთავა.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხვალიდან, თბილისის მერიის ლაბორატორია საცხოვრებელ კორპუსს შეამოწმებს და დაადგენს, თუ რამდენად შეესაბამება ის უსაფრთხოების ნორმებს. 

კახა კალაძის განცხადებით, თუ დადგინდა, რომ კორპუსი ავარიულია, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი,  კორპუსის შემოწმების შემდეგ დაიწყება.  

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის გამგებელს, კახა ლაბუჩიძეს იმისთვის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია დაზარალებულ ოჯახებთან. კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ თბილისის მერია, ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ,  მოწესრიგდება და ძალიან მალე მოგვარდება.  არსებული საცხოვრებელი ფართები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. უახლოეს პერიოდში, შესაბამისი სამსახურები სამუშაოების განხორციელებას დაიწყებენ, მოვაწესრიგებთ ყველაფერს და კორპუსს პირველადი სახე მიეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



ზახაროვა:ტატუნაშვილის საქმემ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას ხელი ვერ შეუშალა
48 წლის რეიჩელ ვაისი ორსულადაა
რიჩარდ გირი საიდუმლოდ დაქორწინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics