18:51 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 14:01:23, 1643 ნახვა

კომენტარი
გახარია: ტრაგიკულ ფაქტამდე ორი კვირით ადრე, თბილისის რამდენიმე სკოლასთან პატრულირება უკვე დაწყებული იყო

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, თბილისის რამოდენიმე სკოლასთან საპატრულო პოლიცია პატრულირებდა.

თუმცა, გახარიას თქმით, მაშინ პატრულირების მიზანი დილის საათებში მძიმე ტრაფიკის დარეგულირება იყო. ახლა კი, მისი განმარტებით, თემას უფრო სერიოზულად უნდა მიუდგნენ.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრი ეთანხმება მოსაზრებას, რომ პოლიციის ადგილი სკოლაში არ არის და ამბობს, რომ მანდატურის სამსახურის  გაძლიერების შემდეგ, პოლიციის როლი შეიცვლება:

„სანამ ეს სამწუხარო  და ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, უკვე დაახლოებით ორი კვირით  ადრე საპატრულო პოლიციში და შინაგან საქმეთა სამინისტროში  მივიღეთ გადაწყვეტილება და რამოდენიმე ეკიპაჟი რამოდენიმე სკოლასთან თბილისის, ეს იყო თუ არ მეშლება დაახლოებით 80-85 სკოლა, პატრულირება უკვე დაწყებული იყო, დილის საათებში მძიმე ტრაფიკის დარეგულირების მიზნით. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენ ახლა უფრო სერიოზულად ვუდგებით ამ თემას. შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გაზარდოს ეფექტურობა მანდატურების სამსახურის და შემდეგ პატრულის როლი აქ შეიცვლება.გვესმის, როცა ამბობენ, რომ არ არის პოლიციის ადგილი სკოლაში და ვეთანხმებით,პოლიციის ადგილი სკოლაში არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც უნდა იმუშაოს პოლიციამ, სკოლაში უნდა იყოს მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს კარგი სამუშაო კომუნიკაცია, აწყობილი  შესაბამის უწყებებთან შსს-ში. საუბარია მთელი ქვეყნის მანდატურების სისტემაზე“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics