12:34 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 19:04:48, 1753 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა, „ღია კარის" პოლიტიკის განხილვის კონტექსტში უმნიშვნელოვანესი იყო

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა მინისტერიალის ფარგლებში, რომლის დღის წესრიგშიც ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობს, ძალზედ მნიშვნელოვანია.

მინისტრის განცხადებით, ალიანსი იწყებს მზადებას 2018 წლის სამიტისთვის, ნატო-საქართველოს კომისიაზე კი კიდევ ერთხელ შეფასდა ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ მიაღწია ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.

„ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის განსახილველად, სწორედ ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, სადაც მოხდა შეფასება ამ ფორმატში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომ განვლილი პერიოდის. ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესს, როგორც დემოკრატიული კონსოლიდაციის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სამხედრო და თავდაცვითი რეფორმების განხორციელების კუთხით. საქართველომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რაც უზრუნველყოფილი იქნა იმ წარმატებული რეფორმებით, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა. ბევრი კოლეგის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეფორმები, ხელს უწყობს საქართველოს წარმატებას, აახლოებს მას ნატოს-თან, საბოლოო მიზანთან და ამკვიდრებს ნატო-ს სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა მინისტრმა. 

მისი თმით კომისიის სხდომაზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით და აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც აახლოებს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებასთან. 

ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართულ ნატო-ს ძალისხმევას. მინისტრის განცხადებით საქართველომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა გააღრმავოს ამ კუთხით ალიანსთან თანამშრომლობა. „ვარშავაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გააქტიურდეს დიალოგი საქართველოსა და ნატო-ს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე,  ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ვთანამშრომლობთ. გვაქვს კონკრეტული ხედვები ასევე შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მივესალმებით ნატო-ს მეტ ფოკუსს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი და დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალური კონტრიბუცია მოვახდინოთ და გავაღრმაოთ თანამშრომლობა ამ  მიმართულებით", - განაცხადა მინისტრმა.

ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ აღინიშნა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობა. 

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, საქართველოს მონაწილეობა ნატო-საქართველოს კომისიის და ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფორმით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით იმ საკითხების გათვალისწინებით, რასაც წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ, ეს ეხება, როგორც ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობას, ასევე ტერორიზმს და ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Digital Banker-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
TI - საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს
საქსტატი - 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics