07:10 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 19:18:05, 2092 ნახვა

სამართალი
ზღვაში დაკარგული სამხედროების საქმეზე ორ ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ერთი კი, გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვახტანგ ბოლქვაძე  და გია ხიდურელი, რომლებიც შავ ზღვაში გაუჩინარებული ჯარისკაცების ოჯახებს წერილებს დაკარგული შვილების სახელით სწერდნენ  და ფულს ითხოვდნენ, დამნაშავედ სცნო.

კიდევ ერთი ბრალდებული  ჯამბულ შეყილაძე კი გამართლდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ვახტანგ ბოლქვაძეს 7 წელი, ხოლო გია ხიდურელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შეგახსენებთ, 16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics