15:42 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 10:39:11, 1792 ნახვა

სამართალი
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლის და აფეთქებების ხმა ისმის

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული  სპეცოპერაცია გრძელდება.

ადგილზე ამ დროისთვის სროლის და აფეთქებების ხმა ისმის. სავარაუდოდ, სპეცრაზმი ეჭვმიტანილების დაკავებას შტურმით ცდილობს.

ანტიტერორისტული ოპერაცია უკვე თითქმის 16 საათია მიმდინარეობს. პირები, რომლებიც სავარაუდოდ, ტერორიზმთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები, შეიარაღებულები არიან. მათ გვიან ღამით სამართალდამცველების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ფანჯრიდან რამდენიმე ხელყუმბარაც გადმოაგდეს. დაშავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა. კორპუსიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობა ევაკუირებულია.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის გარდა, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა, ასევე სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics