05:35 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 16:10:05, 1952 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის პედაგოგის მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მოსამართლეს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებდა თუ არა ჩაბუქის სარჩელს, ლტოვილტა სამინისტროს წინააღმდეგ, თუმცა სასამართლომ სამინისტროს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დაკმაყოფილების შემთხვევაში ლტოლვილთა სამინისტროს აქტი, ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმასთან დაკავშირებით ბათილად იქნებოდა ცნობილი. 

სხდომაზე ჩაბუქი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ 2016 წელს თურქეთში მომხდარ პუტჩში მონაწილეობა არ მიუღია. 

„ოჯახის გამო მეშინია. ჩემი ოჯახი თურქეთში ვერ ჩავა. იმედი მაქვს, სასამართლო გაითვალისწინებს ამას“, – განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლო პროცესზე.

მანვე აღნიშნა, რომ მუსლიმი მქადაგებლის იდელოგიას ხშირად კითხულობს, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს.

"ვკითხულობ ფეთჰულა გიულენის იდეოლოგიას და მომწონს. ასევე ვკითხულობ ჰიტლერზე, ვინტერესდები კომუნიზმით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. მე გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა არ მიმიღია", - დასძინა ჩაბუქმა. 

შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, 24 მაისს საქართველოში დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, დაცვის მხარემ ლტოლვილთა სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართა, რაზეც უარი მიიღო. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics