2017-11-21 10:40:30, 1811 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის ეროვნულ კრებას შორის ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი. განცხადებას ხელს ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩი და ეროვნული კრების წარმომადგენლეთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკო აწერენ. დოკუმენტში სხვადასხვა სფეროში ბელარუსულ-ქართული ურთიერთქმედების გაღრმავებაზე, აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობასა და საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივი ღონისძიებების გამართვაზე, რეგიონთაშორისო ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატებში კავშირების განმტკიცებაზეა საუბარი. შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის ეროვნულ კრებაში შექმნილი მეგობრობის ჯგუფების მუშაობას, ასევე, მხარეები მხარს დაუჭერენ მთავრობებს ორმხრივი თანამშრომლობის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებში. განცხადების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრება თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ აპარატის თანამშრომლებს შორის პირდაპირ კონტაქტებს საკანონმდებლო ორგანოთა საქმიანობის უზრუნველყოფის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით. ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დოკუმენტი საქართველოსა და ბელარუსს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის დინამიურ განვითარებაზე მეტყველებს. „შეთანხმების მთავარი საკითხებია თანამშრომლობა საქართველოს და ბელარუსის პარლამენტებს შორის, რომელიც მრავალმხრივ ურთიერთობას ითვალისწინებს, ასევე, თანამშრომლობას კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის, თანამშრომლობა ეკონომიკური, ადამიანური რესურსების გაცვლის მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩი და ეროვნული კრების წარმომადგენლეთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკო საქართველოში მოიწვია. მიხაილ მიასნიკოვიჩის თქმით, ერთობლივი განცხადება ქართულ-ბელარუსული თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. „შევთანხმდით, რომ ჩვენი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. , დაინტერესებულები ვართ, რომ გავაფართოვოთ ჰუმანიტარული კონტაქტები, ახალგაზრდებს შორის კავშირები, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო კონტაქტები. პარლამენტარები შექმნიან აუცილებელ, კომფორტულ პირობებს რათა ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით, განხორციელდეს“, - განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარემ.
ავტორი: , მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია
რუსთაველზე აქცია კიდევ ერთხელ დაშალეს [ვიდეო]
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|