17:03 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-18 14:07:14, 2559 ნახვა

მსოფლიო
ბელგიის სასამართლომ პუჩდემონის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გადადო

ბელგიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის ქვეყნიდან ექსტრადირების საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადადო, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე გადაწყდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მორიგი მოსმენა 4 დეკემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, კარლეს პუჩდემონმა ესპანეთი ოქტომბრის ბოლოს დატოვა. ესპანეთის სასამართლომ მისი დაკავების ბრძანება 2 ნოემბერს გასცა. პუჩდემონთან ერთად ბელგიაში მთავრობის 4 ყოფილი წევრი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, თუ რა პირობებში მოუწევს პატიმრობაში ყოფნა კატალონიის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს მადრიდში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში. ესპანური პენიტენციური სისტემის მოწყობის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ესპანეთის შს უწყებამ ბელგიას 15-გვერდიანი დოკუმენტი გაუგზავნა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში „საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ს შეასწავლიან
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics