19:47 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 17:37:30, 1998 ნახვა

პოლიტიკა
კანონპროექტის განხილვის დადგენილი ვადები შესაძლოა, გაიზარდოს

კანონპროექტის განხილვის დადგენილი ვადები შესაძლოა, გაიზარდოს.

აღნიშნულს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის  კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები რომან კაკულია და ლევან კობერიძე არიან.

ცვლილებების თანახმად, ზუსტდება პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, შესაბამისი სუბიექტების მიერ კანონის პროექტის განხილვის კონკრეტული ვადები.

კერძოდ, ისინი არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 25 დღისა (ნაცვლად 14 დღისა), ხოლო საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 20 დღისა, წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე.

ამასთან, წამყვანი კომიტეტი კომიტეტის სხდომას იწვევს პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 30  დღისა (ნაცვლად 3 კვირისა).

გარდა ამისა, ცვლილების შესაბამისად დაუშვებელია დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის მორიგი სესიის დასრულებამდე 10 დღით ადრე.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიზანია, საპარლამენტო კომიტეტების კანონშემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა და საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლება.

შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის მიერ წამყვანი და სავალდებულო დასკვნის წარმდგენი კომიტეტებისათვის 6 პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების განხილვის ვადების გახანგრძლივებას.

„ცვლილებით, კომიტეტებს საშუალება მიეცემათ ყოველი ინიციატივა განიხილონ ოპტიმალური დროის ფარგლებში, შეძლონ კონსულტაციების გამართვა ყველა დაინტერესებულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან. აღნიშნული გაზრდის კომიტეტების ინფორმირებულობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხს. შედეგად გაიზრდება კომიტეტების ეფექტიანობა პარლამენტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობაში“,-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics