01:48 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 15:35:23, 1948 ნახვა

პოლიტიკა
პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ

პარლამეტის პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. მომხსენებელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაა.

 კანონპროექტის მიხედვით, დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებზე, რომელიც გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი.

ცვლილებით კანონში მითითებული იქნება, რომ იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მითითების, დავალების მიცემა, ასევე შეთანხმების დავალება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ტელერადიო და ვებპორტალის პროდუქციის/პროგრამაში დაგეგმილი ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის შესახებ ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, მისი ეთერში გასვლამდე, არ იქნება საჯარო ინფორმაცია და მასზე არ გავრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი თავი.

ამასთან, ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

 ცვლილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნი წლის დასაწყისში დაემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას.

 ცვლილებები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული და სოციალური რეკლამების განთავსების პირობებსაც ადგენს და ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება ეძლევა დამწყები საწარმოების და სტარტაპების დაფინანსება მოახდინოს.

საზოგადოებრივ მაუწყებელში კომერციული რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობის მიცემა  ნეგატიურ გავლენას მოახდენს სარეკლამო ბაზარზე.

,,მთავარი, რის გამოც ჩვენ წინააღმდეგი ვართ არის ის, რომ ახალი რეგულაციებით მოხდება სარეკლამო ბაზრის დარღვევა, დამახინჯება, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, რომელიც საკმაოდ დიდია. ეს დაფინანსება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე შეიძლება ავიდეს. მითუმეტეს მშპ-ს ზრდასთან ერთად, ეს კიდევ უფრო იზრდება და ამის ფონზე, როდესაც მას ექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი კომერციული რეკლამა მოიზიდოს, ბუნებრივია დააზარალებს სხვა კერძო კომპანიებს“,-აღნიშნა სერგი კაპანაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics