15:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 17:57:54, 1932 ნახვა

კომენტარი
არჩვაძე: ეროვნული ბანკი ოლიმპოს მთაზე მჯდარი ზევსივით, მხოლოდ თვალყურს არ უნდა ადევნებდეს პროცესებს

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით  საზოგადოებაში მეტი საგანმანათლებლო საქმიანობა უნდა აწარმოოს.

როგორც არჩვაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური მოლოდინებია.

მან არაპირდაპირ მაგალითად მოიყვანა 1970 წელი, როდესაც  ქვეყანაში   ქოლერის ეპიდემია არსებობდა და საზოგადოებამ აქტიური  კამპანიის მეშვეობით ისწავლა, როგორ მოქცეულიყო ექსტრემალურ ვითარებაში. ამ ყველაფერმა კი, სოსო არჩვაძის შეფასებით, შედეგიც გამოიღო:

 „ის (ეროვნული ბანკი) არ უნდა იყოს ოლიმპოს მთაზე მჯდარი ზევსივით და არ უნდა ადევნებდეს მხოლოდ თვალყურს პროცესებს. ის აქტიურად უნდა იძლეოდეს ახსნა-განმარტებით სამუშაოებს. პირდაპირ შედარება  არ შეიძლება, თუმცა მახსოვს 1970 წელს, როცა საქართველოში, ისე, როგორც საბჭოთა კავშირში, ადგილი ჰქონდა  ქოლერას,  ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ტელეეკრანიდან არ ჩამოსულა და მისი განმარტებითი   მუშაობის საფუძველზე მოხერხდა სიტუაციის დალაგება. ხალხმა ისწავლა, როგორ მოქცეულიყო ამ ექსტრემალურ პირობებში და ეს დაყვანილი იყო მინიმალურ დონეზე. ანალოგიურად უნდა ხდებოდეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობიდან განმარტებითი სამუშაოების განხორციელება“,-აღნიშნა სოსო არჩვაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics